» » Welt am Sonntag: ლევანდოვსკი საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს

Welt am Sonntag: ლევანდოვსკი საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს

12-03-2019, 11:23
0136
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს. პოლონელი გოლიადორის განცხადებით, მას უმაღლეს დონეზე ასპარეზობა, მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში შეუძლია.

"თავს კარგად ვგრძნობ, გუნდში არსებული მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. შემიძლია უმაღლეს დონეზე მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში ვიასპარეზო. მე დიდი ხანია რაც "ბავარიაში" ვიმყოფები, ეს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია მსოფლიოს მასშტაბით. თუ შენ ასეთი დონის გუნდში ასპარეზობ, მაშინ კლუბის გამოცვლის, არც თუ ისე ბევრი ვარიანტია."

"ამ სეზონის მიმართ, ასევე ჩემს მომავალთან დაკავშირებით მიუნხენში, ბოლომდე კონცენტრირებული ვარ. "ბავარია" ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდში შედის, სწორედ ამიტომ მე არ ვფიქრობ სხვა ვარიატებზე. მე მაქვს შესაძლებლობა სული მოვითქვა, რადგანაც ჩემს პოზიციაზე ასპარეზობა შეუძლია როგორც თომას მიულერს, ისე სერჟ გნაბრის."

"გასულ სეზონში მე მომცეს საშუალება, რამდენჯერმე დამესვენე, თუმცა ახლა როდესაც უკან ვიხედები, ვფიქრობ რომ ეს არასწორი იყო. მე დავკარგე სათამაშო რითმი, ეს არ იყო საუკეთესო გადაწყვეტილება."-ციტირებს გამოცემა Welt am Sonntag რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე საფეხბურთო სეზონში 30 წლის პოლონელმა ფორვარდმა, გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით 24 შეხვედრა გამართა. ამ დროის მანძილზე მან 17 გოლის გატანა მოახერხა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..