» » კომენტარები : "ბაიერნი" 6 - 0 "მაინცი"

კომენტარები : "ბაიერნი" 6 - 0 "მაინცი"

18-03-2019, 11:24
0139
კვირას 17 მარტს, გერმანიის ჩემპიონატის 26-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში საფეხბურთო კლუბ "მაინცს" უმასპინძლა და მეტოქე გუნდი, გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა (6-0). წარმოგიდგენთ ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენატრებს.




ნიკო კოვაჩი -"კომპლიმენტები გუნდს. გვახარებს ის ფაქტი, რომ კვლავ პირველ ადგილზე ვიმყოფებით. დღეს ძალზედ ქრეატიულად ვთამაშობდით და ბევრი კარგი მომენტიც შევქმენით. მთლიანობაში ანგარიში დამსახურებულია. ახლა შეგვიძლია მშვიდად და ყურადღებით გავაგრძელოთ მუშაობა, მანამ სანამ სანაკრებო პაუზა არ დასრულდება."

თომას მიულერი -"გვინდოდა კარგი თამაში გვეჩვენებინა. ოთხშაბათს დაფიქსრებული შედეგის გამო, დავალების მაქსიმალურად კარგად შესრულება გვსურდა. ჩვენი სურვილი იყო, საკუთარი მომენტების გამოყენება, ასევე "დორტმუნდზე" საპასუხო დარტყმის განხორციელება, რომელმაც გუშინდელ ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. მოხარული ვარ, რომ ასე კარგად მოვახერხეთ თამაშში შესვლა. დღეს პირველივე წუთებიდან ვახორციელებდით მეტოქე გუნდზე ზეწოლას. სასიამოვნოა ასეთი მრავალფეროვანი ფეხბურთის თამაში. თავისუფალ ზონებს კარგად ვიყენებდით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო სამ შეხვედრაში გატანილი გოლების კარგი სტატისტიკა გვაქვს. ამჟამად ჩვენი სატურნირო მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს პირველ წრეში ფიქსირდებოდა."

სანდრო შვარცი ("მაინცის" მთავარი მწვრთნელი)- "ძალიან მალე გავუშვით გოლი. 15 დან 25-30 წუთამდე შეტევაში კარგი მომენტები გვქონდა. თუმცა მთლიანობაში ეს ყველაფერი არასაკმარისი აღმოჩნდა. "ბავარიის" ფეხბურთელებს ვაცილებდით იმის მაგივრად, რომ მათთან ართმევებზე გვეთამაშა. სწორედ ამიტომ ჩვენ დაგვემართა ის, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სხვა გუნდებს გადახდათ თავს. ძალიან მარტივი გოლები მივიღეთ."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..