» » Sky Sports : კლოპი ბეკენბაუერის განცხადებას გამოეხმაურა

Sky Sports : კლოპი ბეკენბაუერის განცხადებას გამოეხმაურა

18-03-2019, 12:11 -ss- სიახლეები 0 37

საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ფრანც ბეკენბაუერის განცხადებას გამოეხმაურა.

"ფრანც ბეკენბაუერზე დიდი ლეგენდა გერმანიაში არავინ არ არის. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც იგი ჩემი მისამართით დადებითად საუბრობს. ეს მაგონებს ფაქტს, როდესაც მეფე ხმლის მეშვეობით ადამიანს "სერ"-ის ტიტულს ანიჭებს. თუ იგი ასე ფიქრობს, მაშინ ეს "კომპლიმენტია" ლივერპულის მისამართით. "ბავარიამ" ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ყველაფერი სწორად გააკეთა, ბევრი შეცდომებიც არ დაუშვია, მაგრამ ვგრძნობ, რომ კარგად ვარ იქ, სადაც ამჟამად ვიმყოფები."

"აქ ძალიან მომწონს, არის ბევრი შესაძლებლობა განვითარებისთვის და ამავედროს ძალიან კარგი გუნდი. შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, რომ მე "ლივერპულისთვის" შესაფერისი მწვრთნელი ვარ, თუმცა ფეხბურთში ყველას მოგვეთხოვება საკუთარი დონის დადასტურება. ჯერჯერობით ეს ყველაფერი მუშაობს და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ეს კარგი იქნებოდა."-ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს გამოცემა Sky Sports.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ ფრანც ბეკენბაუერმა, იმავე Sky Sports-თან მიცემულ ინტერვიუში იურგენ კლოპის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი მიუნხენის "ბაიერნისათვის" იდეალური ვარიანტი იქნებოდა. "კლოპი - "ბაიერნის" მწვრთნელია. ეს დაუჯერებელი იქნებოდა. იურგენი ის ადამიანია, რომელმაც გერმანელებს სწრაფი ფეხბურთის თამაში ასწავლა."-აღნიშნავდა ბეკენბაუერი.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..