beinsports: ნიკოლას პეპე ბაიერნს უახლოვდება
ფრანგული სპორტული ინტერნეტ გამოცემა beinsports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნმა ნიკოლას პეპეს სანაცვლოდ ლილს რეკორდულად დიდი თანხა 80 € მილიონი შესთავაზა. beinsports-ის ინფორმაციით პეპეს მიმდინარე ზაფხულში ამჟამინდელი კლუბის გამოცვლა გარდაუვალია.
კონკრეტულად რომელ ევროპულ გრანდთან გააფორმებს კონტრაქტს ნიკოლას პეპე, რომელიც ლილის უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა 18 გატანილი გოლითა და 11 შედეგიანი გადაცემით, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა beinsports-ის ჟურნალისტი ერთ რამეს ამბობს დანამდვილებით, რომ 23 წლის კოტ-დ'ივუარელი შემტევის ლილიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია.
beinsports-ზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ პეპესთვის ბრძოლაში ყველაზე მეტად მიუნხენის ბაიერნი აქტიურობს. წყაროს ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნმა ფრანგულ კლუბს რეკორდულად დიდი თანხა 80 € მილიონი ევრო შესთავაზა.
beinsports-ი ასევე იტყობინება, რომ აღნიშნულ ტრანსფერში ბავარიელთა ერთ-ერთი აქციონერი და საფეხბურთო ეკიპირების სპონსორი ადიდასიცაა ჩართული, რომელიც ეცდება ნიკოლას პეპეს რეკორდმაისტერში ტრანსფერის საკითხი საბოლოოდ შეათანხმოს.