» » FCB: კორენტინ ტოლისო ვარჯიშებს დაუბრუნდა

FCB: კორენტინ ტოლისო ვარჯიშებს დაუბრუნდა

19-03-2019, 20:57 TOTALMAN სიახლეები 0

FCB: კორენტინ ტოლისო ვარჯიშებს დაუბრუნდა
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალური ვებ-გვერდი რეკორდმაისტერის გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ლაზარეთიდან დაბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშები 24 წლის კორენტინ ტოლისომ განაახლა.


შეგახსენებთ, რომ ფრანგი ნახევარმცველი გასული წლის სექტემბერში ჯვარედინა მყესის გაწყვეტის გამო ამ დრომდე ვერ ეხმარებოდა გუნდს.

გულშემატკივრებისთვისა და პრესისთვის ღია ვარჯიშზე 24 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ზებნერ შტრასეზე გუნდთან ერთად სავალდებულო წრეები ირბინა და შემდეგ რამდენიმე ვარჯიშიც გააკეთა. როდესაც ნიკო კოვაჩმა უფრო ინტენსიური ვარჯიშები დაიწყო ფრანგი ფეხბურთელი გვერძე მოედანზე გადავიდა და ინდივიდუალურად გააგრძელა მუშაობა.
2

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.