» » ლოთარ მათეუსი ბაიერნს აფრთხილებს: ეს გარდაუვალია

ლოთარ მათეუსი ბაიერნს აფრთხილებს: ეს გარდაუვალია

19-03-2019, 21:51 TOTALMAN სიახლეები / მთავარი ამბები 7

ლოთარ მათეუსი ბაიერნს აფრთხილებს: ეს გარდაუვალია
მიუნხენის ბაიერნში დიდი ცვლილებები იგეგმება, რამდენიმე ვარსკვლავს ელოდებიან გუნდში. ექს-ბავარიელი და ამჟამად სატელევიზიო ექსპერტი, ლოთარ მათეუსი, ბაიერნს მოუწოდებს მკვეთრი და რადიკალური ცვლილებები არ განახორციელონ. "თქვენ ბაიერნის სახე არ უნდა დაკარგოთ", - ამბობს მათეუსი.

abendzeitung-ის ინფორმაციით ზაფხულში ბავარიელებს ბენჟამინ პავარი შემოუერთდება, ხოლო კლუბს ორი ლეგენდა ფრანკ რიბერი და არიენ რობენი დატოვებენ. რეკორდმაისტერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ზაფხულში რაფინიასაც დაემშვიდობება. ეს უკვე დიდი ცვლილებების პირველი ნიშანია, რომელიც გერმანულ გრანდში იწყება.

ზაფხულში ხმაურიანი ტრანსფერებია მოსალოდნელი, რომელთა შორის სახელდება ლუკას ერნანდესი (მადრიდის ატლეტიკო) და ტიმო ვერნერი. თუ წყაროს ვენდობით ნათელი ხდება, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ რეკორდმაისტერის შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.

მათეუსი მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრებზე ფიქრობს

"თქვენ ბაიერნის სახე არ უნდა დაკარგოთ. არ შეიძლება უკანასკნელი ოთხი, ხუთი, ექვსი წლის ფეხბურთელები, რომლებმაც რეკორდმაისტერის ისტორია დაწერეს, ყველა გამოცვალო. ნუ გგონიათ, რომ საზღვარგარეთიდან მოყვანილ ფეხბურთელებს უმალ Mia san Mia-ს შეგრძნება დაეუფლებათ", - განაცხადა 57 წლის მათეუსმა o2 Fußball-Talk-თან საუბარში.

"ტომას მიულერს, ჟერომ ბოატენგსა და მატს ჰუმელსს პრობლემები აქვთ და მათი შეცვლა შეიძლება, თუმცა სურთ კი რეკორდმაისტერის გულშემატკივრებს ასეთი ბაიერნის ხილვა? მიულერის, ლამის, შვაინშტაიგერისა და კანის გარეშე?!".

მათეუსს მიუნხენის ბაიერნის მომავალი თაობის იმედი აქვს

როგორ უნდა გადაიჭრას აღნიშნული პრობლემა? 57-წლის გერმანელი, როგორც ახლო, ასევე შორეულ მომავალში ძირითად იმედს აკადემიის აღზრდილებზე ამყარებს.
"მიუნხენელებს საკუთარი სახე სჭირდებათ, რომლებიც ახლა სამწუხაროდ იკარგებიან, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ბავარიელები უახლოესი წლების განმავლობაში საკუთარი აკადემიის აღზრდილებს გამოიყენებენ".

ეთანხმებით ლოთარ მათეუსის მოსაზრებას?

კი - 7 (70%)
70%
ნაწილობრივ - 3 (30%)
30%
არა - 0 (0%)
0%
ხმების რაოდენობა: 10
4

წყარო:

0

-ss- (20 მარტი 2019 12:17)

ბაიერნმა უკვე დაკარგა სახე, ეს თუნდაც ამ სეზონში დადასტურდა. წინა წლებშიც ასე იყო. ასე რომ სახის აღდგენაზე გვმართებს მუშაობდა და არა შენარჩუნებაზე, ია ტაკ დუმაიუ (ვალიკოს სმაილიკი აქ)
0

muller13 (19 მარტი 2019 23:42)

სწორია მათეუსი. საკუთარი აღზრდილები ყველაზე მეტად დადებენ შედეგებს.
0

qutaturi (19 მარტი 2019 23:11)

ვაი შენს პატრონს ნამცეცის კუდის გამომბელი ხააარ მეტი არაფერიიი სადაც საჭიროა იქ გამოდი და გააკრიტიეე ......ყველას არც არავინ უშვებს სად ნახა ამან ან თქვენ გუნდს ეთქვას ყველას ვუშვებთ და სახეს ვკარგავთო წავლენ მხოლოდ ისენი ვინც მობერდნენ და გუნდს ვერ აკმაყოფილებენ ....სტარებით რომ უნდა შეივსოს ეს უმათეუსოდაც ყველამ ვიცით და შედეგი რომ უნდა მოვიდეს თორე მართლა დავკარგავთ სახეს რაც ბოლო წლებში აგვიკრებია ჰაერში გავკარი ისეთ უამბიციო გერმანულ გუნდს სადაც საშუალო დონეს აკმაყოფილებენ მხოლოდ და გერმანული ფეხბურთებით არიან სავსეე ესაა სწორედ სახის დაკარგვაა
გუნდმა მსოფლიო გრანდმა ბრენდმა თუ ტიტულები ვერ მოიპოვა შედეგზე ვერ გავიდა ესაა სახელის დაკარგვა და არა 1287126 გერმანელი გეყოლება გუნდში და თურმე სახელს ვინარჩუნებთ....ესეთები ისედაც მყავს მთელი ბუნდეს გუნდები ყველა ჩემი არაა ...დდ
1

Draxler (19 მარტი 2019 22:15)

ვეთანხმები აბა რა, თან როგორ... ოდოებით და შმოდოებით, ბაიერნს სახე არ ექნება ის, რაც უმეტესობას უყვარს აქ, თორე სახელი კი იგივე... აღზრდილები აკადემიის და გერმანელები მაქსიმალურად... გუნდის წამყვანი ძალა ეს უნდა იყოს, თუნდაც გუნდი იყოს საშუალო დონის ამის გამო...
0

Makaay 11 (19 მარტი 2019 22:12)

სახე არც უნდა დაეკარგოს, ჰუმელსი, მიულერი და მარტინესი დარჩებიან კიდე მინიმუმ ერთი წელი, აი ბოატენგი უეჭველი უნდა გაყიდონ
0

TOTALMAN (19 მარტი 2019 21:56)

ძაან სწორად შეაფასა მათეუსმა ეს თაობების ცვლის პერიოდი ჩემი აზრით და 100%-იანს ამბობს... იმედია მოუსმენენ

0

heineken (19 მარტი 2019 21:55)

მართალია მათეუსი სახლე არუნდა დაკაროს და ის თავისი ფილოსოფია სარაც ბავარიელობა ქვია

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.