» » Bild: ბაიერნის სასურველი ფეხბურთელის ფასი უფრო გაძვირდება?

Bild: ბაიერნის სასურველი ფეხბურთელის ფასი უფრო გაძვირდება?

20-03-2019, 10:23 TOTALMAN ტრანსფერები 0

Bild: ბაიერნის სასურველი ფეხბურთელის ფასი უფრო გაძვირდება?
მორიგი ნაბიჯი შესანიშნავი კარიერისკენ. ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა bild-ის ინფორმაციით რეკორდმაისტერის სასურველი ფეხბურთელს ინგლისის ნაკრებში ექნება დებიუტი. წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუტგეიტმა, ოდოი ნაკრებში იხმო.

bild-ი გვამცვნობს, რომ 18 წლის ინგლისელი გარემარბი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ჩეხეთისა და მონტენეგროს წინააღმდეგ იასპარეზებს. ჰადსონ ოდოის დებიუი ინგლისის U21 ნაკრებში უნდა ჰქონოდა, თუმცა ინგლისის ძირითად გუნდში ტრავმებით გამოწვეული პრობლემების გამო კალუმი ორშაბათს მთავარ ნაკრებში გამოიძახეს.

"დიდებული დღე იყო. ინგლისის ნაკრებში პირველი დებიუტი წარმოუდგენელი შეგრძნებაა", - ამბობს ოდოი.

SPORT BILD-ის ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნი მონდომებულია, რომ ახალგაზრდა ინგლისელის ტრანსფერი ზაფხულშივე გააფორმოს. წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ რეკორდმაისტერმა ჩელსის უკვე შესთავაზა კიდეც 30 € მილიონი ევრო, თუმცა გამორიცხული არ არის ჩელსიმ უფრო დიდი თანხა მოითხოვოს.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის შესვენებაზე ლონდონელებმა ოდოის ბავარიაში ტრანსფერი დაბლოკეს, რადგან მოლაპარაკებებისთვის მზად არ იყვნენ, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კალუმ ჰადსონ-ოდოის მიმდინარე კონტრაქტი არისტოკრატებთან 2020 წლამდე აკავშირებს და ხელშეკრულებას თუ არ გაახანგრძლივებს შემდეგ წელს 18 წლის ვინგერი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით უფასოდ დატოვებს.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჰადსონ-ოდოიმ ლონდონის ჩელსის მაისურით სულ 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 6-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა და 6-ჯერ შეასრულა შედეგიანი გადაცემა. ჯამში 18 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 1.342 წუთი დაჰყო.
1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.