» » ჰიონესი: დიდ ინვესტირებას ვაპირებთ

ჰიონესი: დიდ ინვესტირებას ვაპირებთ

20-03-2019, 10:54 TOTALMAN სიახლეები / მთავარი ამბები 3 42

როდესაც მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტი საუბრობს ყველა უსმენს, თუმცა როდესაც ული ჰიონესი დიდ თანხებზე ლაპარაკობს ყველა უფრო ყურადღებით უსმენს. 67-წლის ბაიერნის ლეგენდამ ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა sportbild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რეკორდმაისტერი ზაფხულში დიდ ინვესტიციებს გეგმავს.

"ამჟამად გუნდის გაახალგაზრდავების პროცესში ვიმყოფებით. ეს გახვლავთ ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი, რაც კი ოდესმე უწარმოებია მიუნხენის ბაიერნს", - განაცხადა ჰიონესმა სამშაბათს.

რეკორდმაისტერის პრეზიდენტის ეს სიტყვები ადასტურებს ფრანგული სპორტული გამოცემა BeIn Sports-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბავარიელებმა ნიკოლას პეპეს სანაცვლოდ ლილს რეკორდულად დიდი თანხა 80 მილიონი ევრო შესთავაზეს. შეგახსენებთ, რომ კოტ-დ'ივუარელ შემტევს ლილთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

ჯერ-ჯერობით დადასტურებულია მხოლოდ ბენჟამინ პავარის ტრანსფერი. გერმანულმა გრანდმა შტუტგარტს ახალგაზრდა ფრანგი მცველის სანაცვლოდ უკვე გადაუხადა 35 € მილიონი ევრო.

sportbild-ის ჟურნალისტი წერს, რომ ლონდონის ჩელსის 18 წლის ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერზეც ბაიერნი ჯერ კიდევ ზამთარში მუშაობდა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მორიგი შენაძენი უნდა გახდეს. მოგეხსენებათ ოდოი ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს და გამორიცხული არ არის ამ ამბის შემდეგ მისი ფასი 35 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

მორიგი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონი 23 წლის ლუკას ერნანდესია. sportbild-ზე დაყრნობით ირკვევა, რომ რეკორდმაისტერი მადრიდის ატლეტიკოს 80 მილიონ ევროს შესთავაზებს.

sportbild-ის ინფორმაციით უახლოესი თვეების განმავლობაში მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტი აღნიშნული ტრანსფერების განსახორციელებლად მინიმუმ 200 მილიონ ევროს გამოყოფს და ამ თანხაში არ ითვლება ხამეს როდრიგესის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვისთვის გადასახდელი 42 მილიონი ევრო.

ჯერ-ჯერობით მიუნხენის ბაიერნის სატრანსფერო რეკორდი 2017/18 წლების სეზონისთვის შეძენილ შვიდ ფეხბურთელზე 116 მილიონ ევროს შეადგენს. კორენტინ ტოლისოს სატრანსფერო უფლებებისთვის გადახდილი 41,5 მილიონი ევრო დღემდე ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად ითვლება.

მიუხედავად დიდი შენაძენების დაგეგმვისა ული ჰიონესი ამბობს, რომ წარმატება გარანტირეული არ არის: "ფეხბურთს ფული მართავს, თუმცა დიდი ტიტულების მოსაგებად ძირითადი პროცენტი თავად ფეხბურთელებზე მოდის, რომლებზეც ინდივიდუალურად ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამიტომ თითოეული ტრანსფერი კარგად დაგეგმილი უნდა იყოს".
2
0

Roben (20 მარტი 2019 19:30)

დიბალაზე დაჩალიჩდი რაის ოდოი :)))
0

qutaturi (20 მარტი 2019 12:39)

დავაი ბაბუუუ გახსენიი ქისაშეეე
0

Bavaria 333 (20 მარტი 2019 11:48)

კარგია ული გააძლიერე ბაიერნი,ადრინდელ სიმაღლეებზე უნდა დაბრუნდეს ბაიერნი trafaret

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..