» » სანჩესი ბაიერნზე: „აქ ბედნიერი არ ვარ“

სანჩესი ბაიერნზე: „აქ ბედნიერი არ ვარ“

21-03-2019, 10:35 TOTALMAN სიახლეები 5 32

მიუნხენის ბაიერნის 21 წლის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა kicker-თან ინტერვიუში მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. წყაროსთან საუბარში რენატუ სანჩესი აღნიშნავს, რომ მიუნხენის ბაიერნში მისი როლით უკმაყოფილოა და გერმანულ გრანდში ბედნიერი არ არის.

"ბაიერნში ბედნიერი არ ვარ", - ამბობს რენატუ kicker-თან საუბარში. ნიკო კოვაჩის მწვრთნელობის პერიოდში ახალგაზრდა პორტუგალიელს უმნიშვნელო როილი აქვს რეკორდმაისტერში. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში სანჩესის ანგრაშიზე 21 შეხვედრა, 1 გატანილი გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა, ძირითადად პორტუგალიელი ან შეცვლაზე შემოდიოდა ან მას ცვლიდნენ.

სანჩესი საკუთარ მდგომარეობას ხსნის: "ძალიან ბევრს ვმუშაობ თუმცა არ მათამაშებენ".

21 წლის ფეხბურთელი kicker-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ახლა უნდა დაფიქრდეს რა იქნება მისთვის უკეთესი. სანჩესი მიუნხენის დატოვებაზე ფიქრობს? ეს მოსაზრება არარეალური არ არის. პორტუგალიელი ამბობს: "მეტი სათამაშო დრო მჭირდება, თუმცა შესაძლოა სხვა კლუბში. ამ საკითხზე უნდა დავფიქრდე".

შეგახსენებთ, რომ სანჩესი მიუნხენში ლისაბონის ბენფიკიდან გადმოვიდა და გერმანულმა გრანდმა მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. მოქმედი კონტრაქტი ბავარიულ გრანდთან 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. Transfermarkt.de-ს ინფორმაციით ფეხბურთელის მიმდინარე საბაზრო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს.
1
0

TOTALMAN (21 მარტი 2019 14:38)

ამის ტრანსფერი ფაქტიურად ჰაერში გასროლილი ფული გამოვიდა

0

qutaturi (21 მარტი 2019 13:53)

მხოლოდ ჩემი კაციი მე მჯერას შენი აქ თუ სხვაგან
0

Bavaria 333 (21 მარტი 2019 11:41)

-ss-,
სულ ტყუილად ვიყიდეთ,შეცდომა იყო ამის შეძენა,დროა წავიდეს
0

-ss- (21 მარტი 2019 11:39)

ტყუილად ვიყიდეთ ეს, სულ სკამზე ზის. ჯობია გავუშვათ.
0

Bavaria 333 (21 მარტი 2019 11:31)

ყველასთვის ჯობია,რომ სანჩესი წავიდეს

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..