» » RMC SPORT: ლუკას ერნანდესთან შეთანხმება თითქმის მიღწეულია

RMC SPORT: ლუკას ერნანდესთან შეთანხმება თითქმის მიღწეულია

21-03-2019, 10:55 TOTALMAN ტრანსფერები 1

RMC SPORT: ლუკას ერნანდესთან შეთანხმება თითქმის მიღწეულია
ცნობილ ფრანგული სპორტული ინტერნეტ პორტალის RMC SPORT-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ირკევა, რომ ლუკას ერნანდესთან რეკორდმაისტერი მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში იმყოფება, თუმცა საბოლოო შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, რადგან ყველა მხარე საბოლოო თანხმობამდე ვერ მივიდა.

უკვე შემდეგი სეზონისთვის მიუნხენის ბაიერნის რიგებში შესაძლოა საფრანგეთის ნაკრებისა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მქონე სამი ფეხბურთელი ირიცხებოდეს. კორენტინ ტოლისო რეკორდმაისტერის ღირსებას უკვე იცავს, ზაფხულში მას თანამემამულე ბენჟამინ პავარიც შეუერთდება, ხოლო მესამე სავსებით რეალურია, რომ ლუკას ერნანდესი გახდება.

RMC SPORT-ის ინფორმაციით მადრიდის ატლეტიკოს მცველი რეკორდმაისტერისთვის, რომელიც სისხლის განახლებას და ტრანსფერებში დიდ ინვესტიციებს გეგმავს, პრიორიტეტს წარმოადგენს. RMC Sport-ზე დაყრდნბით ვიგებთ, რომ ახალგაზრდა ფრანგი რეკორდმაისტერთან მოლაპარაკებებს გასული წლის 19 დეკემბრიდან აწარმოებს.

მიუნხენის ბაიერნი ლუკას ერნანდესს წლიურ 13,5 მილიონ ევროს სთავაზობს

ორივე მხარე მოლაპარაკებებს განაგრძობს და ცდილობენ კონსესუსს მიაღწიონ, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის. RMC SPORT-ის ინფორმაციით გერმანულმა გრანდმა ერნანდესს 5 წლიანი კონტრაქტი და წლიური ხელფასი 13,5 მილიონი ევროს ოდენობით შესთავაზა.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ საბოლოო შეთანხმება არც მიუნხენის ბაიერნსა და მადრიდის ატლეტიკოს შორისაა მიღწეული, კლუბთან რომელთანაც ახალგაზრდა ფრანგს მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ესპანელები ლუკას ერნანდესის სატრანსფერო უფლებებისთვის 80 მილიონ ევროს ითხოვენ.
2

წყარო:

0

qutaturi (21 მარტი 2019 14:12)

ლუკაია ბიჯოო კაი ახალგაზრდა ხარ სიმპატიური წამოვა დაგაწობა გერმანული ნაშობა და სულ მთლად არ წახვიდე ხელიდან

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..