» » BILD: რობენს დორტმუნდთან გამოსამშვიდობებელი მატჩის იმედი აქვს

BILD: რობენს დორტმუნდთან გამოსამშვიდობებელი მატჩის იმედი აქვს

21-03-2019, 11:21 TOTALMAN სიახლეები 0

BILD: რობენს დორტმუნდთან გამოსამშვიდობებელი მატჩის იმედი აქვს
გერმანულ კლასიკომდე 17 დღეა დარჩენილი. 6 აპრილს მიუნხენის ბაიერნსა და დორტმუნდის ბორუსიას შორის გასამართი შეხვედრის წამზომი უკვე ჩართო. წამზომი ჩართულია არიენ რობენისთვისაც. ჰოლანდიელი შემტევი გარემარბი რეკორდმაისტერში უკანასკნელ სეზონს ატარებს და რობენს დორტმუნდთან თამაშის იმედი აქვს.

bild-ის ინფორმაციით სამშაბათს 35 წლის ჰოლანდიელი ვინგერი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. 20 წუთის განმავლობაში რეკორდმაისტერის ლეგენდა სირბილით იყო დაკავებული. ისმის კითხვა მოახერხებს თუ არა არიენ რობენი, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და კლუბს ტოვებს, ბუნდესლიგის ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან თამაშს?!

2009 წლიდან ჰოლანდიელმა ლეგიონერმა დორტმუნდის წინააღმდეგ გამართულ 20 შეხვედრაში 11-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვაიდენფილერის კარში გატანილი გამარჯვების გოლი.

გასული წლის ნოემბრის შემდეგ არიენ რობენი მიუნხენელებს ვერ ეხმარება. დაბრუნების რამდენიმე მცდელობა იყო, თუცა წარუმატებლად დამთავრდა. ჰოლანდიელს თავიდან ბარძაყზე ჰქონდა პრობლემები, თუმცა საბოლოოდ მყესები გახდა სიტუაციის გაუარესების მიზეზი.

ჰასან სალიჰამიჯიჩი არიენ რობენზე: "ის თავს ახლა შედარებით უკეთ გრძნობს, თუმცა ზუსტად როდის მოახერხებს მწყობრში დაბრუნებას ვერ გეტყვით".

BILD-ის ინფორმაციით 35 წლის რობენის მთავარი პრობლემა მენჯის ტრავმაა. რაც უფრო ინტენსიურად ვარჯიშობს შემტევი გარემარბი მით უფრო მძიმდება სიტუაცია. მდგომარეობის გაუმჯობესება კი მხოლოდ დოზირებულ ვარიშებს შეუძლია.

ნებისმიერ შემთხვევაში არიენ რობენს დორტმუნდის ბორუსიასთან გამოსამშვიდობებელი მატჩის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს!
1

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.