» » SKY: ბაიერნს ნიკოლას პეპეზე კონკრეტული წინადადება არ გაუკეთებია

SKY: ბაიერნს ნიკოლას პეპეზე კონკრეტული წინადადება არ გაუკეთებია

21-03-2019, 17:47 TOTALMAN ტრანსფერები 0

SKY: ბაიერნს ნიკოლას პეპეზე კონკრეტული წინადადება არ გაუკეთებია
ცნობილი გერმანული სპორტული ინტერნეტ გამოცემა SKY ბოლო დღეებში ნიკოლას პეპეს მიუნხენის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა. წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ რეკორდმაისტერს ახალგაზრდა შემტევის შესახებ ლილის ხელმძღვანელობისთვის კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავს.

ბოლო რამდენიმე დღის განვალობაში არაერთი სპორტული პორტალი იტყობინებოდა, რომ ბავარიელებმა ნიკოლას პეპეს სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ ლილს რეკორდული თანხა 80 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა SKY-ს ჟურნალისტი წერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

ტრანსფერის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს არავინ უარყოფს, მათ შორის არც თავად ფრანგული კლუბი, ბაიერნის მხრიდან ნიკოლას პეპეთი დაინტერესება დასტურდება, თუმცა კონკრეტულ წინადადება ლილის ხელმძღვანელობას ჯერ არ მიუღია.
SKY: ბაიერნს ნიკოლას პეპეზე კონკრეტული წინადადება არ გაუკეთებია

ტორბენ ჰოფმანი ტვიტერის გვერდზე წერს: "ჩვენი ინფორმაციით ლილის ხელმძღვანელობას არცერთი ოფიციალური წინადადება არ მიუღია ნიკოლას პეპეს 80 მილიონ ევროდ შეძენის თაობაზე".

SKY-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ წინასწარი შეხვედრები გაიმართა კლუბის წარმომადგენლებს შორის. წყაროს ინფორმაციით რეკორდმაისტერის გარდა 23-წლის შემტევით კიდევ რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, თუმცა ჯერ-ჯერობით არცერთის ინტერესი ოფიციალურად არ დადასტურებულა.
3

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.