» » ული ჰიონესი და ვალტერ მენეკესი კლუბის წევრებს შეხვდნენ

ული ჰიონესი და ვალტერ მენეკესი კლუბის წევრებს შეხვდნენ

22-03-2019, 12:08 -ss- სიახლეები 2

ული ჰიონესი და ვალტერ მენეკესი კლუბის წევრებს შეხვდნენ
მიმდინარე სეზონში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობასა და კლუბის წევრებს შორის. მრგვალ მაგიდასთან შეკრებილი საზოგადოება, ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებდა. კვირას საფეხბურთო კლუბ "მაინცთან" გამართულ მატჩამდე "ბაიერნის" ათი წევრი, ორი საათის განმავლობაში დისკუსიის რეჟიმში იყო ჩართული "რეკორდმაისტერის" პრეზდიუმთან.


პრეზიდენტ ული ჰიონესის გარდა, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გერმანული გრანდის ვიცე-პრეზიდენტი ვალტერ მენეკესი, იოჰან ზაუერი (კამპუსის ხელმძღვანელი), შტეფან მენერიხი (მედიისა და კომუნიკაციის დირექტორი), მიხაელ გერლინგერი (უფლებების, კადრების და კორპორატიული ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და ბენიამინ ფოლკმანი ("ბაიერნის" საკლუბო მდივანი).

განსახილველ თემათა დღის წესრიგი, საკმაოდ ღრმა და ყოვლისმომცველი გახლდათ. საშინაო შეხვედრებში "ალიანც არენის" მუსიკალური გაფორმების პროგრამით დაწყებული, კლუბის წევრებსა და ქომაგებთან შემხვედრი კავშირით დასრულებული. ასევე განხილული იყო თაობათა ცვლის მიმდინარე პროცესი და "შავ ბაზარზე" არსებული ბილეთების პრობლემატიკა. ამ უკანასკნელმა საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია, როდესაც მიხაელ გერლინგერმა ოფიციალური ციფრები წარმოადგინა. მონაცემების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში eBay-ზე ბილეთების ვაჭრობის 20 700 შემთხვევა დაფიქსირდა. საჯარიმო სანქციის ჯამური თანხა კი 65 700 ევროს შეადგენდა. ხსენებული თანხა მთლიანად გადარიცხულია "ბაიერნის" საქველმოქმედო ფონდ FC Bayern Hilfe eV-ის ანგარიშზე.

ული ჰიონესი და ვალტერ მენეკესი კლუბის წევრებს შეხვდნენ


კამპუსის ხელმძღვანელი (ი. ზაუერი) დეტალურად ყვებოდა "ბაიერნის" ახალგაზრდულ ცენტრში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომელიც ინგოლშტადტერ შტრასეზე მდებარეობს. 9 დან 19 წლამდე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ 10 ჯგუფში, ამჟამად 220 მოთამაშე ირიცხება. 38 ტალანტი "ბაიერნის" აკადემიაში ცხოვრობს, მათგან 9 უცხოელია. 120 მოთამაშე მიუნხენში ბინადრობს, 60 ნორჩ "ბავარიელს" კი , რომელიც ქალაქგარეთ იმყოფება, ყოველდღე სპეციალური ავტობუსი ემსახურება. "ყველა ის ბავშვი, რომელიც მიუნხენიდან მოშორებით იმყოფება, ჩვენ თავად მოგვყავს აკადემიამდე"-განაცხადა ზაუერმა.

შეხვედრაზე წამოჭრილ იქნა კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უკავშირდებოდა ბილეთების განაწილებას "ბაიერნის" ახალგაზრდული გუნდების წარმომადგენლებისთვის. კლუბის წევრმა პეტერ ჰიოცმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, "ალიანც არენაზე" გასამართ მატჩებს დაეწსრონ, მაშინ როდესაც "ოლიმპიაშტადიონზე" მსგავსი პრობლემა არ იყო. "მაშინ ახალგაზრდული გუნდების წარმომადგენლებისთვის 1500 ბილეთი იყო განსაზღვრული, დღეს ეს შეუძლებელია."-აღნიშნა ჰიონესმა, თუმცა აქვე დასძინა, რომ სამომავლოდ ამ პრობლემის შემსუბუქებაზე იმუშავებს. "ბავარიამ ოჯახური ფასეულობები არ უნდა დაკარგოს, ახალი თაობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია."
2

წყარო:

0

-ss- (22 მარტი 2019 21:25)

muller13,
ამ 220 ბავშვიდან 4-5 ფეხბურთელი მაინც რომ გამოვიდეს საბოლოოდ ბაიერნის დონის ძაან მაგარი იქნება
1

muller13 (22 მარტი 2019 14:19)

ამ კამპუსის იმედი მაქვს. იქნებ აიაქსის სკოლასავით აქციონ ტალანტების მეტი რა არის? უბრალოდ შანსის მიცემა უნდა დაიწყონ ბიჭებისთვის სხვანაირად არ გამოვა. აზრს კარგავს ეს კამპუსი. არადა დიდი ფულია ჩადებული

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.