» » goal : ჰიონესი პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს

goal : ჰიონესი პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს

22-03-2019, 20:40 -ss- სიახლეები 1

goal : ჰიონესი პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს. "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელი ყვება იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს გვარდიოლა საჭირო ფეხბურთელების შეძენას.


"ჩემი მეგობარი პეპ გვარდიოლა მიყვებოდა, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც მას სურდა ფეხბურთელის ყიდვა, რომლის ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენდა. ის აგროვებს ფეხბურთელის შესახებ რამდენიმე ვიდეოს და შემდგომ მიფრინავს შეიხთან სასაუბროდ. იქ ერთად მშვიდად სადილობენ, ამ დროს პეპი იწყებს ვიდეოების ჩვენებას, შეიხი კი გადარიცხავს საჭირო თანხებს. მეორე დღეს, იგი გაზის ტარიფს ოდნავ ზრდის, რათა უმალვე შეივსოს დანაკლისი. ვამაყობ იმით, რომ მსგავს დროს "ბავარიაში" მე მივმართავ არა საკრედიტო განყოფილებას, არამედ შემოსავლების დეპარტამენტს."-ციტირებს გამოცემა goal-ი ული ჰიონესის სიტყვებს.

შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლა გერმანული გრანდის რიგებში 2013-2016 წლებში მოღვაწეობდა. მისი თაოსნობით "ბავარიამ" სამჯერ მოიგო ბუნდესლიგა, ორჯერ კი გერმანიის თასის გამარჯვებული გახდა. ამჟამად ზემოხსენებული სპეციალისტი მანჩესტერ "სიტის" მთავარი მწვრთნელის რანგში გვევლინება.
0
0

Vako (22 მარტი 2019 20:52)

დააბრუნე პეპი ჰიონეს!

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.