» » O Jogo: ბაიერნის ინვესტიციებიდან შეიძლება მილიონები ბენფიკასაც შეხვდეს

O Jogo: ბაიერნის ინვესტიციებიდან შეიძლება მილიონები ბენფიკასაც შეხვდეს

22-03-2019, 20:52
061
ცნობილი პორტუგალიური სპორტული ინტერნეტ პორტალის O Jogo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნი ბენფიკის ახალგაზრდა ფორვარდით ჟოაუ ფილიპეთია დაინტერესებული და ფეხბურთელის უკეთ სანახავად პორტუგალიის U20 ნაკრების მატჩებს გერმანიისა და ინგლისის წინააღმდეგ ბავარიელი სკაუტები დაესწრებიან.

O Jogo-ს ჟურნალისტი წერს, რომ მიუნხენელები 19 წლის ფორვარდს 2019/20 წლების სეზონისთვის შეტევის ხაზის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ. წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ გასულ კვირას ბენფიკასა და დინამო ზაგრების ტრანსლაციის ნახვის შემდეგ რეკორდმაისტერმა პორტუგალიელ ფეხბურთელზე დაკვირვებისთვის სკაუტებიც კი გააგზავნა.

transfermarkt-ის ინფორმაციით ჟოაუ პედრო ნევეს ფილიპეს მიმდინარე სატრანსფერო ფასი 8 მილიონ ევროს შეადგენს. 19 წლის ფორვარდს მოქმედი კონტრაქტი პორტუგალიურ კლუბთან 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. ფილიპე ლისაბონის ბენფიკას აღზრდილია და ძირითად გუნდში 2018/19 წლების სეზონიდან ირიცხება.

იმავე transfermarkt-ის ინფორმაციით ვიგებთ, რომ ჟოაუ ფილიპეს მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერის შესაძლებლობა 16%-ს შეადგენს. აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ რეკორდმაისტერის გარდა ახალგაზრდა პორტუგალიელი ტალანტით ლევერკუზენი და ტოტენჰემიც ინტერესდება.
3

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..