» » "ბაიერნის" ფეხბურთელები და კალათბურთელები დააჯილდოვეს

"ბაიერნის" ფეხბურთელები და კალათბურთელები დააჯილდოვეს

23-03-2019, 10:18 -ss- სხვადასხვა 0

"მოხარული ვარ იმით, რომ ასეთ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე ვიმყოფები"-განაცხადა სვენ ულრაიხმა, სპორტული დაჯილდოვების ცერემონიალის მიმდინარეობისას, რომელიც ქალაქ მიუნხენში გაიმართა. 30 წლის კარის დარაჯი, "ბავარიას" წარმოადგენდა. საერთო ჯამში ღონისძიებაზე 280 სპორტსმენი იყო წარმოჩენილი.

სუსტი და ძლიერი სქესის წარმომადგენლები 2018 წელს მიღწეული სპორტული წარმატებებისთვის იღებდნენ ჯილდოებს. "ბაიერნის" მიღწევა, გასულ წელს გერმანიის ჩემპიონატის მოგებაში გამოიხატებოდა.

"ეს არის შანსი ჩვენთვის. აქ მყოფი ყველა სპორტსმენი, თავდაუზოგავად და დისციპლინირებულად მუშაობს გამარჯვების მოპოვებისათვის."-დასძინა ულრაიხმა. აღსანიშნავია, რომ იგი "ბაიერნის" ერთადერთი წარმომადგენელი არ ყოფილა ზემოხსენებულ ღონისძიებაზე. "ბაიერნის" კალათბურთელთა გუნდიც დაჯილდოვებულ იქნა, ნაციონალური ჩემპიონატისა და სათასო ტურნირის მოგებისათვის.

"ბაიერნის" ფეხბურთელები და კალათბურთელები დააჯილდოვეს
0

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.