» » Sportbild: რაფინიას შესახებ გავრცელებული ჭორი სიმართლეა

Sportbild: რაფინიას შესახებ გავრცელებული ჭორი სიმართლეა

23-03-2019, 22:46
0257
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Sportbild-ი დღეს ინტერნეტ პორტალ UOL Esporte-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. გერმანულ წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ რეკორდმაისტერის ბრაზილიელი განაპირა მცველი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.

გაცნობებთ, რომ UOL Esporte-ზე დაყრდნობით 33 წლის მცველი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით უსასყიდლოდ ბრაზილიაში დაბრუნდება და ფლამენგოს ღირსებას დაიცავს. წყაროს ინფორმაციით შეთანხმება ფეხბურთელსა და კლუბს შორის უკვე მიღწეულია.

რაფინია SPORT BILD-თან ინტერვიუში ამბობს: "ჯერ-ჯერობით არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებ ჩემს მომავალთან დაკავშირებით, დავრჩები ევროპაში თუ ბრაზილიაში გავაგრძელებ კარიერას".

ბაიერნში რვა წლიანი ასპარეზობისა და მრავალი ტიტულის მოპოვების შემდეგ (ჩემპიონთა ლიგა, 3x გერმანიის თასი, 6x ბუნდესლიგა) რაფინიას კარიერა რეკორდმაისტერში, რომ დასრულდა ეჭვგარეშეა, თუმცა ზუსტად სად გააგრძელებს 33 წლის მცველი კარიერას ჯერ-ჯერობით მაინც უცნობია.

SPORT BILD-ის ინფორმაციით რამდენიმე ევროპული კლუბი რაფინიას სიამოვნებით დაიმატებდა, ამიტომ ახლა თავად ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს კვლავ ევროპაში გააგრძელებს კარიერას თუ სამშობლოში დაბრუნებას ამჯობინებს.

საერთო ჯამში ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბრაზილიელი განაპირა მცველი რეკორდმაისტერს დაემშვიდობება.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..