» » TZ: ბეკენბაუერი ბაიერნს აფრთხილებს და კლუბის რეაქციას ელოდება

TZ: ბეკენბაუერი ბაიერნს აფრთხილებს და კლუბის რეაქციას ელოდება

24-03-2019, 09:51 TOTALMAN ანონსი 0 34

ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა TZ რეკორდმაისტერის ლეგენდის ფრანც ბეკენბაუერის Sky Sport News HD-თან მიცემულ ინტერვიუზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ბაიერნის ლეგენდა კლუბს დორტმუნდის ბორუსიის შესახებ აფრთხილებს და ფიქრობს, რომ ბუნდესლიგის ტიტიულისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება.

TZ-ს სტატიაში ვკითხულობთ, რომ მიუნხენელთა ლეგენდა ბავარიასა და შემოდგომის ჩემპიონ დორტმუნდის ბორუსიას შორის საჩემპიონო დუელს ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურამდე ელოდება.

"ბუნდესლიგის ტიტულის მოსაგებად ,არც ერთი გუნდი არაა იმდენად ძლიერი და საკუთარ ძალებში დარწმუნებული, რომ შესაძლოა საჩემპიონო რბოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდეს", - ამბობს ფრანც ბეკენბაუერი Sky Sport News HD-თან საუბარში.

6 აპრილს თბილისის დროით 20:30 საათზე ალიანს არენაზე ბუნდესლიგის ორი ლიდერი დაუპირისპირდება ერთმანეთს.

"მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე ითამაშებს, მაგრამ დაცვა ყოველთვის არ არის იმედი. დორტმუნდი საკმაოდ ძლიერია კონტრშეტევებზე, რაც ეფექტური საშუალებაა თუ რა თქმა უნდა ეს ტაქტიკა იმუშავებს. ვფიქრობ წინ თანაბარი ორთაბრძოლა გველის", - ამბობს ბავარიელთა 73-წლის ყოფილი პრეზიდენტი.

ახალი სეზონისთვის კაიზერი მიუნხენის ბაიერნისგან ახალ იდეებსა და კონცეფციებს ელის. რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობას ყოველთვის შეუძლია შეავსოს სატრანსფერო ბაზარი დიდი მასშტაბებით.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..