» » Mundo Deportivo : "ბარსელონა" და მიუნხენის "ბაიერნი" იოვიჩისათვის ბრძოლას იწყებენ

Mundo Deportivo : "ბარსელონა" და მიუნხენის "ბაიერნი" იოვიჩისათვის ბრძოლას იწყებენ

24-03-2019, 11:40 -ss- ტრანსფერები 0 36

მიუნხენის "ბაიერნი" ფრანკფურტის "აინტრახტის" სერბი შემტევის, ლუკა იოვიჩისათვის ბრძოლაში, კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება. ამის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, გერმანული კლუბი ხსენებულ ტრანსფერთან დაკავშირებით, საკუთარ პირველ შეთავაზებას უახლოესი საათების განმავლობაში გააკეთებს. რაც შეეხება "ბარსელონას" იქ ზოგადად იხილავენ, აღნიშნული ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობას. თავად ფეხბურთელი დაინტერესებულია "ბარსელონაში" ასპარეზობით - ამტკიცებს გამოცემა. ხაზგასასმელია ისიც, რომ იოვიჩის მიმართ ინტერესს იჩენს ლონდონის "ჩელსიც" და მადრიდის "რეალიც."

შეგახსენებთ, ფრანკფურტის "აინტრახტმა" ლუკა იოვიჩი 2017 წლის ზაფხულში, არენდის ხელშეკრულებით აიყვანა საფეხბურთო კლუბ "ბენფიკას" რიგებიდან. ამ ოპერაციის გახორციელებისათვის გერმანელებმა 200 ათასი ევრო გაიღეს. უახლოეს მომავალში "აინტრახტი" 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ უპირატესი გამოსყიდვის ოფციის გააქტიურებას გეგმავს. რაც შეეხება "ბენფიკას", ხსენებული კლუბი 20 პროცენტს მიიღებს ფეხბურთელის შემდგომი ტრანსფერის შემთხვევაში.

ლუკა იოვიჩმა მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ბუნდესლიგის მატჩების ეგიდით 24 ორთაბრძოლა გამართა. გახდა 15 გატანილი გოლის და 5 შედეგიანი გადაცემის ავტორი.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..