» » Daily Mail : "იუნაიტედს" კალუმ ჰადსონ-ოდოი სურს

Daily Mail : "იუნაიტედს" კალუმ ჰადსონ-ოდოი სურს

24-03-2019, 13:08 -ss- ტრანსფერები 0

Daily Mail :
მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, ლონდონის "ჩელსის" 18 წლის შემტევის კალუმ ჰადსონ-ოდოის დამატებას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

ცნობილია, რომ იანვრის თვეში ხსენებული ფეხბურთელის გაფორმება მიუნხენის "ბაიერნს" სურდა. მაშინ ეს გარიგება "არისტოკრატთა" პოზიციის გამო ვერ შედგა. ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას ასევე იჩენს დორტმუნდის "ბორუსია" და "ლივერპული".

რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა, რომ მისი გუნდი ახალგაზრდა შემტევის გადაბირებას ცდილობდა. "ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის შეძენაც ჰასან სალიჰამიჯიჩს იანვრის თვეში სურდა, ეს კალუმ ჰადსონ-ოდოია ლონდონის "ჩელსიდან". ის ფაქტიურად შეყვარებული იყო ამ ფეხბურთელზე და მის პროფესიონალურ მახასიათებლებზე. ყველა სხვა სატრანსფერო ისტორიები უბრალოდ ჭორი იყო. თუმცა ეს თემა სამომავლო საკითხად რჩება. ამასთან დაკავშირებით უახლოეს თვეებში ჩამოვყალიბდებით და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას."-ციტირებდა რუმენიგეს სიტყვებს გამოცემა Four-Four-Two

კალუმ ჰადსონ-ოდოის ლონდონელებთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში კალუმმა პრემიერ-ლიგის 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ევროპის ლიგის ტურნირზე ჩატარებულ 8 მატჩში კი 4 გოლის გატანა და 2 შედეგიანი გადაცემის განხორციელება მოახერხა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..