» » ფეხბურთელების მცირე ჯგუფი თავდაუზოგავად ვარჯიშობს

ფეხბურთელების მცირე ჯგუფი თავდაუზოგავად ვარჯიშობს

24-03-2019, 14:35 -ss- სიახლეები 0

ფეხბურთელების მცირე ჯგუფი თავდაუზოგავად ვარჯიშობს
სანაკრებო პაუზის გათვალისწინებით, მიმდინარე კვირის დასასრულს, "ბაიერნის" სავარჯიშო კომპლექსზე ფეხბურთელების მხოლოდ მცირე ჯგუფი იყო წარმოჩენილი. მიუხედავად ამისა ინტენსიური ვარჯიშები კვლავ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, რომელშიც ფართოდ იყო წარმოდგენილი ართმევებზე თამაში და რა თქმა უნდა, კარის მიმართულებით დარტყმების განხორციელება.

"ძალიან კარგად ვიმუშავეთ. მნიშვნელოვანია, ასეთ დროს, როდესაც ფეხბურთელების დიდი ნაწილი არ იმყოფება, გავაგრძელოთ მაღალ დონეზე ვარჯიში"-აცხადებდა სვენ ულრაიხი.

მიუხედავად ზემოხსენებული დატვირთვებისა, მხიარულების დრო მაინც რჩებოდათ ფეხბურთელებს. ადგილზე მისული გულშემატკივარი მომსწრე გახდა სვენ ულრაიხის ოსტატობისა, რომელიც კარებიდან საკმაოდ შორს მოქმედებდა. "ძალიან კარგად გამომივიდა, თუ მთავარ მწვრთნელს დასჭირდება მზად ვარ მინდვრის მოთამაშე გავხდე."-ღიმილით აღნიშნავდა ულრაიხი.


უქმეები სამშაბათამდე გაგრძელდება


პარასკევს ფეხბურთელების განწყობა კიდევ უფრო ამაღლებული გახდა. პირველი მიზეზი ის იყო, რომ ამ დღეს ნიკო კოვაჩის ასისტენტი ბატონი პეტერ ჰერმანი საკუთარ დაბადების დღეს ზეიმობდა. მეორე მიზეზი კი მდგომარეობდა იმაში, რომ ხორვატმა სპეციალისტმა თავის შეგირდებს დასვენების უფლება სამშაბათამდე მისცა. "რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ ამ უქმეებით. მსგავსი რამ ჩვენთვის იშვიათობაა. ახლა შევძლებთ ფეხბურთს ცოტა ხნით მოვწყდეთ და დრო ოჯახს დავუთმოთ."-დასძინა ულრაიხმა.

დასვენების ეს დღეები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სულ ცოტა ხანში სეზონის დასკვნით ნაწილი დაიწყება. "ბაიერნს" ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა, როგორც გერმანიის ჩემპიონატის, ისე ნაციონალური თასის ეგიდით. სამშაბათს კვლავ ღია ვარჯიში ჩატარდება, ამის შემდეგ ეტაპობრივად, ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეები დაუბრუნდებიან კლუბს და მუშაობა უკვე სრული შემადგენლობით განახლდება.
1

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.