» » Mirror: "სიტის" ხელმძღვანელობა ული ჰიონესისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

Mirror: "სიტის" ხელმძღვანელობა ული ჰიონესისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

24-03-2019, 21:40 -ss- სიახლეები 4

Mirror:
მანჩესტერ "სიტი", შეიხ მანსუროს მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტის ული ჰიონესისგან, საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Mirror ავრცელებს.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ ული ჰიონესმა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში შემდეგი შინაარსის კომენატრი გააკეთა. "ჩემი მეგობარი პეპ გვარდიოლა მიყვებოდა, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც მას სურდა ფეხბურთელის ყიდვა, რომლის ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენდა. ის აგროვებს ფეხბურთელის შესახებ რამდენიმე ვიდეოს და შემდგომ მიფრინავს შეიხთან სასაუბროდ. იქ ერთად მშვიდად სადილობენ, ამ დროს პეპი იწყებს ვიდეოების ჩვენებას, შეიხი კი გადარიცხავს საჭირო თანხებს. მეორე დღეს, იგი გაზის ტარიფს ოდნავ ზრდის, რათა უმალვე შეივსოს დანაკლისი. ვამაყობ იმით, რომ მსგავს დროს "ბავარიაში" მე მივმართავ არა საკრედიტო განყოფილებას, არამედ შემოსავლების დეპარტამენტს."-ციტირებდა ული ჰიონესის სიტყვებს გამოცემა goal-ი.

ზემოხსენებულ კომენტარს მანჩესტერ "სიტის" ხელმძღვანელობაში უკმაყოფილება მოჰყვა. ბრიტანული კლუბის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ ული ჰიონესი, რომელიც წარსულში სასჯელს იხდიდა გადასახადების დამალვის გამო, თავს უფლებას აძლევდა და ასეთი ტონით საუბრობდა ბიზნესის წარმოების მეთოდებზე.

"ეს არის თვითკმაყოფილებას მიცემული, ამაყი ეგოისტის სიტყვები. ჩვენ ასევე გვაწუხებს ის ფაქტიც, რომ ჰიონესის განცხადებაში იკითხებოდა რასისტული კონტექსტიც. მანჩესტერ "სიტის" სურს, რომ ული ჰიონესმა გაკეთებული განცხადებების გამო საჯარაოდ ბოდიში მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე შესაძლოა სასამართლომდეც კი მივიდეს"-აცხადებს წყარო გამოცემა Mirror-თან საუბრის დროს.
1
0

TOTALMAN (24 მარტი 2019 21:55)

-ss-,
ჩერეზ რუმენიგე ბევრი წლები ბაიერნმა ბევრი ილაპარაკა არიქა ირღვევა ფეირპლეის წესები და არათანაბარ პირობებში გვაგდებთ და ღუპავთ ევროპულ ფეხბურთსო მარა ფეხებზე დაიკიდა უეფამ და დროა სათქმელი პირდაპირ ითქვას ეგრე არაა თუ ვსაუბრობთ სამართლიანობაზე მაშინ წესებიც სამართლიანი უნდა იყოს და ყველას უნდა ეხებოდეს...

0

-ss- (24 მარტი 2019 21:52)

TOTALMAN,
ეგ რა თქმა უნდა ეგრეა, მაგრამ როცა კლუბის პრეზიდენტი ხარ ოდნავ მაინც უნდა დაინდო გამონათქვამებში ადრესატი :)) ეგრევე აჯახა.

პს. მე გამიხარდა რაც ულიმ თქვა
0

TOTALMAN (24 მარტი 2019 21:50)

-ss-,
და რატო უნდა დაეწყო დიპლომატია მაგ შეიხებმა დააქციეს ევროპული ფეხბურთი, დაარღვიეს ფინანსური ფეირპლეის წესები და ბაიერნისგან განსხვავებით სხვა ბევრი ევროპული გრანდი ან ძალიან დაასუსტეს ან სპორტულ სანაგვეზე მოისროლეს

აი ესაა ის სიმართლე რაც შეიხების ფულმა მოიტანა და ამიტო საუბრობს ული ასე

0

-ss- (24 მარტი 2019 21:46)

ისე ამ ულის ხშირად ძაან მკვახე საუბარი ჩვევია, დიპლომატია მაგრად არ ევასება :)) და კიდე ის მაგარი მოხიეს, თვითონ გადასახადებს მალავდა ჩვენი ბიზნესი უკვირსო :))))

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..