» » კომენტარები : ჰოლანდია 2 - 3 გერმანია

კომენტარები : ჰოლანდია 2 - 3 გერმანია

25-03-2019, 12:58 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 1

კომენტარები : ჰოლანდია 2 - 3 გერმანია
კვირას, 24 მარტს ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის ეგიდით, გერმანიის ნაციონალურ გუნდს უმასპინძლა. თამაში უხვგოლიანი და საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, საბოლოოდ ბუნდესტიმმა, მეტოქე დაამარცხა და პირველი სამი ქულაც მიითვალა. წარმოგიდგენთ მატჩის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.


მარკო როისი : -"მატჩის ბედი მე არ გადამიწყივიტავს, უბრალოდ საკუთარი წვლილი შევიტანე. შეხვედრის მეორე ნახევარში ძალზედ უკან ვიყავით დახეულები. თუმცა საბოლოო ჯამში მოვახერხეთ და ჩვენი დარტყმით მეტოქე ნოკაუტში გავგზავნეთ. ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალი თაობა გვყავს, რომელიც გამოირჩევა სისწრაფით და ბრწყინვალე საფეხბურთო მახასიათებლებით. ეს გამარჯვება ჩვენი გუნდის ჟინზე მეტყველებს და იგი აუცილებლად წაგვადგება სამომავლოდ."

რონალდ კუმანი -"შეხვედრის პირველ ნახევარში, ბურთს ხშირად ვკარგავდით. თუ შენ შეტევაში ზეწოლას არ ახორციელებ, მაშინ თამაში შენს ნახევარზე გადმოდის. მეტოქეს შესანიშნავი შემტევი ფეხბურთელები ჰყავს, ჩვენ კი მათ ზედმეტად დიდ თავისუფალ სივრცეებს ვუტოვებდით. პირველი მიღებული გოლის დროს არ გაგვიმართლა - მცველს ფეხი დაუცდა, მეორე გოლი ბრწყინვალედ შესრულებული იყო. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ანგარიში 0-1 იყო, გვქონდა ორი შესანიშნავი მომენტი. ამის შემდეგ ჩვენ ანგარიშის აღმოფხვრა შევძელით, მესამე გოლი ჩვენ უნდა გაგვეტანა და არა მოწინააღმდეგეს. ვიხილავდით გეგმებს თუ როგორ უნდა გვემოქმედა."

მ. დე ლიხტი -"პირველ ტაიმში არასაკმარისად კარგად ვმოქმედებდით, მეტოქეზე წნეხს ვერ ვახორციელებდით. საჭირო თამაში მეორე ნახევარში ვაჩვენეთ, ამის შედეგად მეტოქეს გრძელი გადაცემების შესრულება უწევდა, რაც ჩემთვისაც და ვირჯილისთვისაც უფრო მისაღები ვარიანტი იყო. მეორე ტაიმში ჩვენს თამაშში მეტი თავისუფლება შეინიშნებოდა, რადგანაც ანგარიში 0-2 გახლდათ. ჩვენ ტაიმის დაგვიანებით ვაჩვენეთ, რომ კარგი გუნდი ვართ. უკეთესი იქნებოდა ქულა აგვეღო. რაც შეეხება მიღებულ გოლს, გადაცემა ფლანგიდან შესრულდა, არ გამიმართლა და თავი ვერ შევიმაგრე - მას კი შეუძლია გოლის გატანა."

ვირჯილ ვან დეიკი -"ვიცოდით, რომ მათ კარგი მოძრავი გუნდი ჰყავდათ. დაცვაში ცუდად ვასპარეზობდით, გაცილებით მეტი ორგანიზება გვმართებდა. მეორე ტაიმში ჩვენი ქამბექი შედგა და იმედს ვიტვებდით, რომ ქულას მაინც მოვიპოვებდით. სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ. მიუხედავად კარგი თამაშისა, მეორე ნახევარში ვერაფერს გავხდით. ცარიელი ხელებით დავრჩით."

იოაჰიმ ლიოვი -"პირველ ტაიმში ბრწყინვალედ ვმოქმედებდით, ბოლომდე ვაკონტროლებდით მატჩის მსვლელობას და 45 წუთის მონაცემების მიხედვით დამსახურებულად ვიგებდით. შესვენებაზე გუნდი გავაფრთხილე, რომ უწინ როდესაც ჰოლანდიასთან ამავე ანგარიშით ვიგებდით, ორი გოლი მივიღეთ და მატჩი ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარში ცუდად ვმოქმედებდით. მომწონს ის ფაქტი, რომ გუნდმა ბოლო წუთამდე იბრძოლა და გამარჯვებაც მოიპოვა. ეს კარგი დასაწყისია. მიუხედავად ამისა, კარგად დავინახეთ, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია."

ნიკო შულცი -"გამარჯვების მოპოვების შემდეგ ბრწყინვალე განწყობაზე ვართ. როდესაც გადამწყვეტ გოლს ვიტანდით, ჩემი პოზიცია მარკო როისმა დაიკავა, ამიტომ ზონის შეცვლა მომიხდა. ვიცოდით, რომ შესანიშნავი გუნდი გვყავდა."

მანუელ ნოიერი -"ჰოლანდიასთან გამართულ ბოლო შეხვედრაში, ჩვენ გოლი მატჩის მიწურულს გავუშვით, კარგია რომ დღეს ეს ყველაფერი პირიქით მოხდა. პირველ ტაიმში გარკვეული პრობლემები გვქონდა, იყო ბევრი ორთაბრძოლა და თუკი ამ დროს გამარჯვებული გამოდიხარ, მაშინ იღებ თავისუფალ სივრცეებსაც. დღეს ძლიერ გუნდს ვუპირისპირდებოდით, ძალიან გაგვიჭირდა, როდესაც მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა."
0
0

muller13 (25 მარტი 2019 13:44)

ნოიერი მომეწონა. იმედია დაბრუნდება ძველი ნოიერი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.