» » BILD: ბაიერნი აზიაში სამომავლო პარტნიორობაზე შეთანხმდა

BILD: ბაიერნი აზიაში სამომავლო პარტნიორობაზე შეთანხმდა

25-03-2019, 17:56 TOTALMAN სხვადასხვა 1 68

ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნი კიდევ უფრო გააქტიურდება აზიის მიმართულებით რისი დასტურიც რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობის მიერ სინგაპურის სპორტულ საბჭოსთან ახლად გაფორმებული შეთანხმებაა.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმება და ჩატარდება საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი სახელად «მიუნხენის ბაიერნის თასი ფეხბურთში», ასევე განხორციელდება მწვრთნელების გაცვლითი პროგრამები და გაიმართება საგანმანათლებლო ღონისძიებებიც.

"პარტნიორობის მიზანი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაა, შესაბამისად სინგაპურის ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების მუდმივი მხარდაჭერა", - განაცხადა მიუნხენის ბაიერნის თვითმართველობის საბჭოს წევრმა, ინტერნაციონალიზაციისა და სტრატეგიის საკითხებში, იორგ ვაკერმა.
BILD: ბაიერნი აზიაში სამომავლო პარტნიორობაზე შეთანხმდა

მიუნხენური კლუბი უკვე რამდნიმე წელია იაპონიის ფეხბურთის ფედერაციასთან JFA და სამხრეთ კორეის საფეხბურთო ასოციაციასთან KFA მჭიდროდ თანამშრომლობს.

აღნიშნული შეთანხმების მიღწევის შემდეგ რეკორდმაისტერმა აზიაში ტაილანდის, იაპონიისა და ჩინეთის შემდეგ უკვე მეექვსე საფეხბურთო სკოლა გახსნა. სინგაპურის სპორტული საბჭო სახელმწიფო დაწესებულებაა, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყანაში სპორტის ხელშეწყობა და განვითარებაა.
1
0

qutaturi (25 მარტი 2019 22:07)

და ფული მოგება სად სჩანს აქანე სიმოონ თუ სინგაპურელების მომვლის გვჯერა xixi

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..