» » BILD: ლუკას ერნანდესი ბაიერნის ფეხბურთელი გახდება

BILD: ლუკას ერნანდესი ბაიერნის ფეხბურთელი გახდება

26-03-2019, 11:13 TOTALMAN ტრანსფერები 1

BILD: ლუკას ერნანდესი ბაიერნის ფეხბურთელი გახდება
ლუკას ერნანდესის ბაიერნში ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება. ის რაზეც ჯერ კიდევ თებერვალში ცნობილი გერმანული სპორტული პორტალი SPORT BILD-ი წერდა ახლა უკვე ფრანგული გამოცემა «France Football»-იც ეხმაურება და 23-წლის მცველთან დაკავშირებით კონკრეტული ციფრებიც მოჰყავს.

წყაროს ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ მიუნხენის ბაიერნმა ლუკას ერნანდესის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ მადრიდის ატლეტიკოს 85 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, ამრიგად ფრანგი ფეხბურთელის ზებნერ შტრასეზე გადმობარგება ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდება. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის კორენტინ ტოლისოში გადახდილი 41,5 მილიონი ევრო გახლავთ რეკორდი.

რეკორდმაისტერში გადმოსვლით ფრანგი ცენტრალური მცველი ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება და მისი წლიური ხელფასი 13 მილიონი ევრო იქნება. France Football-ს ინფორმაციით ლუკას ერნანდესი გერმანულ გრანდთან ექვს წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ FIFA-ს მოქმედი წესების მიხედვით ფეხბურთელს კლუბთან მაქსიმუმ ხუთ-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობა აქვს. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოდთ, რომ ერნანდესი ბავარიელებთან ხუთ წლიან კონტრაქტს გააფორმებს "პლუს" პერსპექტივით.

შეგახსენებთ, რომ 23-წლის ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ამ დრომდე მხოლოდ მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას იცავს, 2018 წელს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაც შეძლო რუსეთში.
ამავე წელს ლუკას ერნანდესმა მადრიდის ატლეტიკოსთან ერთად ევროპის ლიგის მოგებაც მოახერხა.

ჯერ კიდევ თებერვალში SPORT BILD და BILD-ი წერდნენ, რომ რეკორდმაისტერმა აღნიშნული ტრანსფერის ბოლომდე მისაყვანად მის მრჩეველს ჯოვანი ბრანიჩინის მიმართა. შეგახსენებთ, რომ იტალიელს ბაიერნის სახელით წარმატებით ჰქონდა ჩატარებული მოლაპარაკებები პეპ გვარდიოლასთან და თავის დროზე ლუკა ტონიც ბრანიჩინის დამსახურებაა.

France Football-ის ინფორმაციით გასულ კვირას მიუნხენის ბაიერნის სამეთვალყურეო საბჭომ ლუკას ერნანდესის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.
1

წყარო:

0

Makaay 11 (26 მარტი 2019 12:53)

მაგარი შოკია რა ამხელა თAნხა და ამხელა ხელფასი ტრამვიან ფეხბურთელში

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..