» » Sempreinter: კოვაჩიჩის აგენტი ფეხბურთელს ბაიერნსა და ინტერს სთავაზობს

Sempreinter: კოვაჩიჩის აგენტი ფეხბურთელს ბაიერნსა და ინტერს სთავაზობს

26-03-2019, 11:45 TOTALMAN ჭორები 0 33

ცნობილი სპორტული ინტერნეტ პორტალი sempreinter-ი FCInterNews.it-ზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ მატეო კოვაჩიჩი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის ჩელსიდან კვლავ ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდება, ამრიგად ფეხბურთელის აგენტი ხორვატს ბაიერნში ან ინტერში ტრანსფერს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი არისტოკრატებს 2018 წლის 9 აგვისტოს არენდის პირობებით შეუერთდა. როგორც sempreinter-ი იტყობინება ლონდონის ჩელსის მატეო კოვაჩიჩის გამოსყიდვის შესაძლებლობა აქვს. ინგლისელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ €29 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის ჩელსის სატრანსფერო ბანის გამო მატეო კოვაჩიჩის გამოსყიდვა ამ ეტაპზე არ შეუძლია, ამრიგად 24 წლის ნახევარმცველი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სანტიაგუ ბერნაბეუს დაუბრუნდება.

sempreinter-ის ინფორმაციით მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელს მატეო კოვაჩიჩის დაბრუნება არ უნდა, შესაბამისად ხორვატის აგენტი ფეხბურთელს მიუნხენის ბაიერნსა და ინტერს სთავაზობს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ არცერთ ნახსენებ კლუბს ნახევარმცველის მიმართ ინტერესი არ გამოუხატავთ.

FCInterNews.it-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ამ მომენტისთვის ინტერი სასუოლოს მოთამაშეს სტეფანო სენსის აკვირდება. წყაროს ინფორმაციით იტალიურმა კლუბმა ფეხბურთელის აგენტთან უკვე დაიწყო თავდაპირველი მოლაპარაკებების პროცესი შესაძლო ტრანსფერის განხორციელების თაობაზე.

FCInterNews.it-ი წერს, რომ მატეო კოვაჩიჩი იტალიური კლუბისთვის შესანიშნავი ვარიანტი იქნებოდა მისი თამაშის სტილიდან და ასაკიდან გამომდინარე, თუმცა როგორც ჩანს ინტერი ხორვატი ფეხბურთელით დიდად არ ინტერესდება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..