» » BILD: როგორც ციხეში! - ტოლისო თავის განსაცდელზე საუბრობს

BILD: როგორც ციხეში! - ტოლისო თავის განსაცდელზე საუბრობს

26-03-2019, 17:37 TOTALMAN სიახლეები 0

BILD: როგორც ციხეში! - ტოლისო თავის განსაცდელზე საუბრობს
2018 წლის სექტემბერს ჯვარედინა მყესის გაწყვეტისა და ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ 24 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა სანაკრებო შესვენების დროს პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად. კორენტინ ტოლისო ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა SPORT BILD-თან ინტერვიუში თავის განსაცდელზე საუბრობს.

ლაზარეთში ხანგრძლივ პერიოდს კორენტინ ტოლისო ასე იხსენებს: "ოთხი თვე თითქოს ციხეში ვიყავი". 24 წლის ფრანგი ფეხბურთელისთვის შვება მხოლოდ დოჰაში ზამთრის შესვენება იყო. დოჰაში ტოლისოს პირველად დართეს სირბილისა და მოედანზე მსუბუქი ვარჯიშების უფლება. "მაშინვე სხვა ადამიანი გავხდი. როგორც იქნა მინდორზე გამოვედი და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე".

მას შემდეგ ტოლისო ინტენსიურად მუშაობდა მოედანზე დასაბრუნებლად. გასულ სამშაბათს ფრანგი ნახევარმცველი სავარჯიშო მოედანს დაუბრუნდა და ზებნერ შტრასეზე თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. მცირე დატვირთვით ბურთის გადაცემებზეც იმუშავა. როდესაც გუნდი უფრო ინტენსიურ ვარჯიშებზე გადავიდა 24 წლის ფეხბურთელმა ფიტნეს მწვრთნელთან ერთად ინდივიდუალურად გააგრძელა ფიზიკური მომზადება.

ტოლისოს გადაჭარბება არ სურს. მას დაბრუნება უნდა, თუმცა: "არა რაც შეიძლება მალე, არამედ მაშინ როდესაც სრულად მზად ვიქნები", მაგრამ ოპტიმიზმს არ კარგავს: "დარწმუნებული ვარ მიმდინარე სეზონში კიდევ მოვასწრებ რამდენიმე მატჩში თამაშს".
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..