» » "ფრაიბურგისთვის" მზადება დაწყებულია

"ფრაიბურგისთვის" მზადება დაწყებულია

26-03-2019, 19:45
0154
სამდღიანი დასვენების შემდეგ, "ბავარიელებმა" საფეხბურთო კლუბ "ფრაიბურგთან" მოახლოებული ორთაბრძოლისათვის, რომელიც შაბათ დღეს გაიმართება, მზადება დაიწყეს. სამშაბთს დილით ნიკო კოვაჩი ვარჯიშზე შეკრებილ 2 მეკარეს და 14 მინდვრის მოთამაშეს მიესალმა, მათგან 4 ფეხბურთელი კი ახალგაზრდული გუნდის ტალანტები იყვნენ.

კორენტინ ტოლისო, სავარჯიშო დატვირთვებს ყოველდღიურად ზრდის და უკვე გუნდთან ერთადაც ვარჯიშების დიდ ნაწილს ასრულებს. იგივე ეხება მის თანამემამულეს - კინგსლი კომანს, რომელმაც საფრანგეთის ეროვნული ნაკრების რიგებში, მიღებული ტრავმის გამო, მოლდოვასთან დაპირისპირება გამოტოვა. (მატჩი ფრანგების გამარჯვებით ანგარიშით 4-1 დასრულდა) საერთო ჯგუფთან ერთად, ერთსაათიანი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ორივე ხსენებულმა ფეხბურთელმა ინდივიდუალური პროგრამით განაგრძო მუშაობა.

კაპიტანმა მანუელ ნოიერმა, გერმანიის ნაკრების სხვა მოთამაშეებთან ერთად დასვენების საშუალება მიიღო. იგივე ეხება რობერტ ლევანდოვსკისაც, რომელიც პოლონეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა. ხამეს როდრიგესი კი კვლავ ეროვნული გუნდის განკარგულებაში რჩება. სამშაბათს კოლუმბია, ამხანაგური მატჩის ეგიდით გამართულ პაექრობაში, სამხრეთ კორეის გუნდთან დამარცხდა ( 2-1). ხამესი თამაშში შეხვედრის მეორე ნახევარში ჩაერთო.

სავარჯიშო მოედანზე წარმოდგენილი არ იყო დავიდ ალაბაც, რომელსაც ეროვნულ გუნდში ყოფნის დროს, კუნთების პრობლემა შეექმნა. მარცხენა მცველი, სადილის შემდეგ ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..