» » BILD: რასიზმის სკანდალი ბაიერნის სასურველი ფეხბურთელის გარშემო

BILD: რასიზმის სკანდალი ბაიერნის სასურველი ფეხბურთელის გარშემო

26-03-2019, 20:12 TOTALMAN სხვადასხვა 1

BILD: რასიზმის სკანდალი ბაიერნის სასურველი ფეხბურთელის გარშემო
მიუნხენის ბაიერნის სასურველი ფეხბურთელისთვის მონტენეგროს წინააღმდეგ გამართული მატჩი სადებიუტო და სასიხარულო უნდა ყოფილიყო, თუმცა ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კალუმ ჰადსონ-ოდოისთვის გრადსკის სტდიონზე თამაში ცუდი მოსაგონარი გახდა.

BILD-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან ვიგებთ, რომ პოდგორიცაში არსებულ გრადსკის სტადიონზე კალუმ ჰადსონ-ოდოისა და მის თანამემამულე 28 წლის დენი როუზზე ტრიბუნებიდან რასისტული შეურაცხყოფები ისმოდა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისას ნახსენები ორივე ფეხბურთელი შეურაცხყოფილი იყო. ახალგაზრდა ინგლისელი გამოცემა BeIN Sports-თან ამბობს: "ჩვენ სამართლიანად უნდა ვითამაშოთ და მომენტებით დავტკბეთ, თუმცა როდესაც ტრიბუნებიდან მსგავს შეურაცხყოფებს ისმენ ეს საშინელებაა"

"ის რაც მოხდა მიუღებელია, იმედი მაქვს უეფა გაუმკლავდება აღნიშნულ პრობლემას, რადგან როდესაც დენისთან მივედი ტრიბუნებიდან კარგად ისმოდა შეურაცხყოფები... მაიმუნები ხართ", - დაამატა 19 წლის შემტევმა.
BILD: რასიზმის სკანდალი ბაიერნის სასურველი ფეხბურთელის გარშემო

ინგლისის მტავარი მწვრთნელი აღნიშნულ სკანდალს ასე გამოეხმაურა: "უპირველეს ყოვლისა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მსგავსი ინციდენტები იმედს მიცრუებს. ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ, თუმცა შეხვედრის შემდეგ 18 წლის ბიჭს ინტერვიუს ართმევენ და მას უწევს ამ ინციდენტებზე საუბარი. ოდოი ბედნიერი უნდა იყოს ინგლისის ნაკრებში დებიუტით"

საუტგეიტი ამბობს: "აღნიშნული ინციდენტის შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ უეფას. დელეგატებსაც კარგად ესმოდათ ყველაფერი. ჩვენ სიფხიზლე გვმართებს და მოვლენათა განვითარების კურსში უნდა ვიყოთ. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია თითოეულმა ფეხბურთელმა იცოდეს, რომ ვინც მათზეა პასუხისმგებელი ყველა აქ არის".

.უეფა წესების დარღვევას ამოწმებს, თუ საქმე ცალკეული გულშემატკივრების რასისტულ გამონათქვამებს ეხება სასჯელი მინიმალური იქნება.

ოდოის თანაგუნდელმა რაჰიმ სტერლინგმა მონტენეგროსთან 5:1 გამარჯვება twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით აღნიშნა: "არაკეთილმოსურნეების გაჩუმების ყველაზე საუკეთესო მეთოდი (კი, მე ნამდვილად რასისტებს ვგულისხმობ".

რასისტული გამონათქვამები და შეურაცხყოფები მხოლოდ მონეტენგროს პრობლემა არ არის. BILD-ის ჟურნალისტი წერს, რომ მსგავსი ინციდენტი გერმანიის ნაკრებსაც ჰქონდა სერბეთის (1:1) წინააღმდეგ.

საუტგეიტსაც კარგად ესმის პრობლემის არსი: "ის რაც დღეს საღამოს მოხდა ამას უბრალოდ არ ვაკრიტიკებ. ჩვენს ქვეყანაშიც მსგავსი პრობლემაა. რასისტული გამონათქვამებისგან დაზღვეულები არ ვართ".
2

წყარო:

0

-ss- (26 მარტი 2019 20:59)

ამ ბოლო დროს რაღაც ძაან გააქტიურდა რასიზმის თემა, ერთ დროს მიძინებული იყო, ეხლა ისევ იფეთქა. ოზილის მერე სუ ამ თემაზე მიდის საუბარი, ეს ბოლო პერიოდია

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..