» » SPORT BILD: ლევერკუზენი ჰავერცის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ითხოვს

SPORT BILD: ლევერკუზენი ჰავერცის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ითხოვს

27-03-2019, 13:00 TOTALMAN ტრანსფერები / მთავარი ამბები 1

SPORT BILD: ლევერკუზენი ჰავერცის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ითხოვს
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა SPORT BILD-ის ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნი, რომელიც გუნდის გაახალგაზრდავებას იწყებს და ზაფხულში დიდ ინვესტიციებს გეგმავს ლევერკუზენის ბაიერის ახალგაზრდა გერმანელი ნახევარმცველით კაი ჰავერცით ინტერესდება და მის გადმობირებას 2020 წლისთვის გეგმავს.

რეკორდმაისტერი ზაფხულში გრანდიოზულ ინვესტირებას აპირებს: "ამჟამად გუნდის გაახალგაზრდავების პროცესში ვიმყოფებით. ეს გახვლავთ ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი, რაც კი ოდესმე უწარმოებია მიუნხენის ბაიერნს", - ახლახან განაცხადა ული ჰიონესმა.

SPORT BILD-ის ინფორმაციით მიუნხენელები მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ 200 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავენ ახალ ფეხბურთელებში, თუმცა როგორც ირკვევა ამ თანხაში არ შედის ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა ყველა რეკორდი მოხსნას. კაი ჰავერცი ბავარიულ გრანდში გადმოსვლა 2020 წლისთვის იგეგმება.

წყაროს ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნს სურს, რომ ლევერკუზენის ბაიერის ახალგაზრდა ნახევარმცველი 2020 წლისთვის გაიფორმოს, თუმცა როგორც SPORT BILD იტყობინება მთავარ პრობლემად 19 წლის კაი ჰავერცის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს.

SPORT BILD წერს, რომ რეკორდმაისტერი მზად უნდა იყოს კაი ჰავერცის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ ფარმაცევტებს მინიმუმ 75 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთონ, თუმცა საკმარისია კი ეს თანხა 19 ფეხბურთელისთვის? ლევერკუზენის მესვეურები სხვაგვარად ფიქრობენ!

SPORT BILD-ზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ ლევერკუზენი ჰავერცის სატრანსფერო უფლებებისთვის 100 მილიონ ევროს მოითხოვს. წყაროს ინფორმაციით ტრანსფერის აღნიშნულ ფასს მხარი დაუჭირა Bayer 04-ის აქციონერების კომიტეტმაც, რომლის შემადგენლობაშიც შედიან Bayer Group-ის ახლანდელი და ყოფილი მენეჯერები.

წყარო წერს, რომ ლევერკუზენის სპორტული დირექტორი, რუდი ფიოლერი, აღნიშნულ თანხაზე ვაჭრობას არ დასთანხმდება.

გაცნობებთ, რომ transfermarkt-ზე დაყრდნობით 19 წლის გერმანელი ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 65 მილიონ ევროს შეადგენს. გერმანელ ტალანტს მოქმედი კონტრაქტი ფარმაცევტებთან 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში, ლევერკუზენის ბაიერის ფორმით ჰავერცმა ჩატარებული 34 შეხვედრიდან 12 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
2

წყარო:

0

qutaturi (27 მარტი 2019 13:20)

სულ გარეკეს .....თქვენი ფარმაცევყტა დედააც დაგვიკელით პატარა...დდ

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..