» » AS: ხამეს როდრიგესს რეალში დაბრუნება სურს, თუმცა ზიდანი...

AS: ხამეს როდრიგესს რეალში დაბრუნება სურს, თუმცა ზიდანი...

27-03-2019, 13:35 TOTALMAN ტრანსფერები 0

AS: ხამეს როდრიგესს რეალში დაბრუნება სურს, თუმცა ზიდანი...
ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნში არენდის წესით განათხოვრებულ ხამეს როდრიგესს კლუბის დატოვება სურს და სანტიაგუ ბერნაბეუზე დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა წყაროს ინფორმაციით ზინედინ ზიდანია ხელისშემშლელი ფაქტორი.

სპორტული გამოცემა AS აღნიშნულ ინფორმაციას El Chiringuito de Jugones-ის ჟურნალისტის ედუ აგირეს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ხამეს როდრიგესი გერმანული გრანდის პრეზიდენტს, ული ჰიონესს, ესაუბრა და განუცხადა, რომ რეკორდმაისტერში თავს არაკომფორტულად გრძნობს და მადრიდში დაბრუნების სურვილი აქვს. მიუხედავად კოლუმბიელის სურვილისა ზიდანის ხელში აღნიშნული ფაქტიურად გამორიცხულია", - განაცხადა აგირემ.

ორი წლის წინ მიღწეული შეთანხმების შედეგად არენდის დასასრულს რეკორდმაისტერს ექნება ბოლო სიტყვა ხამეს როდრიგესის მომავალთან დაკავშირებით. ბავარიელებს შეუძლიათ კოლუმბიელი 42 მილიონ ევროდ გამოისყიდონ.

გერმანული პრესა იწერება, რომ მიუნხენური კლუბის მესვეურები მზადყოფნას გამოთქვავენ გამოისყიდონ კოლუმბიელი შემტევი, თუმცა როგორც ჩანს ნიკო კოვაჩი ყოყმანობს.

AS-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ თუ ხამეს როდრიგესი ბუნდესლიგაში არ დარჩება მადრიდული კლუბი ეცდება კოლუმბიელი შემტევი პირვანდელ ფასად 70 მილიონ ევროდ გაყიდოს სხვა კლუბში, შესაძლოა პრემიერ ლიგაში.

მიუნხენის ბაიერნში გატარებული თითქმის სრული ორი სეზონის განმავლობაში 27 წლის კოლუმბიელმა 62 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლის გატანა მოახერხა.
1

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.