» » SKY SPORT: ბაიერნს ოფიციალური წინადადება ლუკა იოვიჩზე არ გაუკეთებია

SKY SPORT: ბაიერნს ოფიციალური წინადადება ლუკა იოვიჩზე არ გაუკეთებია

27-03-2019, 14:08 TOTALMAN ტრანსფერები 1

SKY SPORT: ბაიერნს ოფიციალური წინადადება ლუკა იოვიჩზე არ გაუკეთებია
ბაიერნის შეტევებისას ვინ შეძლებს რობერტ ლევანდოვსკის მხარდაჭერას და შემდგომში მისი გზის გაგრძელებას? ერთ-ერთ ასეთ კანდიდატად ლუკა იოვიჩი სახელდება. ცნობილი გერმანული სპორტული პორტალის SKY SPORT-ის ინფორმაციით რეკორდმაისტერის მესვეურებს ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენური კლუბის მესვეურები 21 წლის შემტევის სანაცვლოდ 56 მილიონ ევროს იხდიდნენ, თუმცა SKY SPORT-ი წერს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

დღეის მდგომარეობით 21 წლის სერბი შემტევი ფრანკფურტის აინტრახტში არენდის წესით იმყოფება და 2019 წლის 30 ივნისს ლისაბონში დაბრუნება უწევს. მიმდინარე სეზონი ლუკა იოვიჩისთვის უდავოდ წარმატებული გამოდგა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა აინტრახტის მაისურით 36 შეხვედრა ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

არენდის პირობების მიხედვით, აინტრახტს შეუძლია ფეხბურთელი არენდის დასასრულს გამოისყიდოს ფიქსირებული 6-დან 8 მილიონი ევროთი, თუმცა მოსაზრება, რომ ფრანკფურტელები ლუკა იოვიჩის შენარჩუნებას შეძლებენ საეჭვოა.

გაცნობებთ, რომ სერბ ტალანტს მოქმედი კონტრაქტი პორტუგალიურ კლუბთან 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.
1

წყარო:

0

-ss- (27 მარტი 2019 15:18)

აინტრახტი უეჭველი გამოისყიდის, შემდგომი გაყიდვის მიზნით. კაი კუშს გამოიმუშავებს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.