» » Corriere dello Sport : "მილანს" სერჟ გნაბრის გაფორმება სურს

Corriere dello Sport : "მილანს" სერჟ გნაბრის გაფორმება სურს

27-03-2019, 15:40
092
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა სერჟ გნაბრიმ, შესაძლოა კარიერა იტალიაში განაგრძოს. როგორც გამოცემა Corriere dello Sport-ი იუწყება, გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი "მილანის" ინტერესის სფეროშია მოქცეული. აღსანიშნავია, რომ მილანური კლუბის წარმომადგენლები, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის ეგიდით გამართულ, ჰოლანდიისა და გერმანიის ნაციონალური გუნდების პაექრობასაც დაესწრნენ.

როგორც ზემოხსენებული წყარო იყტობინება, "მილანს" 23 წლის ფეხბურთელის გაფორმება, არანაკლებ 50 მილიონი ევრო დაუჯდება. შეგახსენებთ, მიმდინარე საფეხბურთო სეზონში გნაბრიმ მიუნხენური კლუბის მაისური 32 ჯერ მოირგო. გახდა ცხრა გატანილი გოლის და შვიდი შედეგიანი გადაცემის ავტორი.

"რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში სერჟ გნაბრი 2017 წლიდან ასპარეზობს. იმ პერიოდში მან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ამის შემდეგ ერთი სეზონი არენდის წესით იგი "ჰოფენჰაიმში" იყო წარმოდგენილი, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კი გნაბრი "ბავარიაში" დაბრუნდა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..