» » Football Italia : რაფინიამ "ნაპოლი" უარით გაისტუმრა

Football Italia : რაფინიამ "ნაპოლი" უარით გაისტუმრა

27-03-2019, 16:03 -ss- სიახლეები 1

Football Italia : რაფინიამ
მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელი განაპირა მცველი, მარსიო რაფაელ ფერეირა დე სოუზა, იგივე რაფინია ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ჰყვება, რომ მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობისა, მან "ნაპოლის" სატრანსფერო შემოთავაზებაზე - უარი განაცხადა.


"მე და კარლო ანჩელოტიმ რამდენიმე შეტყობინება გავცვალეთ. ბატონ კარლოს ძალიან ვაფასებ და დიდ პატივს ვცემ, მან შემომთავაზე "ნაპოლში" გადასვლა. რამდენჯერმე დამირეკა და განმიცხადა შემდეგი : "რაფა ჩამოხვალ ნეაპოლში?", მაგრამ მე არ მსურდა ამ წინადადების მიღება, მიუნხენის "ბაიერნთან" არსებული ჩემი ერთგულების გამო. გერმანელებთან კონტრაქტი ახალი ხელმოწერილი მქონდა და ვფიქრობ, წასვლა არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა."-ციტირებს რაფინიას სიტყვებს გამოცემა Football Italia

შეგახსენებთ, რაფინია მიუნხენური კლუბის სტაჟიანი ფეხბურთელი გახლავთ. იგი გერმანიის "რეკორდმაისტერში" 2011 წლიდან ასპარეზობს. "ბავარიაში" გატარებული 7 წლის განმავლობაში მან, საერთო ჯამში 15 ტიტული მოიპოვა. არის ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე 2013 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
1

წყარო:

1

Bavaria 333 (27 მარტი 2019 18:00)

წადი რაფო წადიი,შენც დაისვენებ და ჩვენც

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..