» » SPORT BILD: ბაიერნმა ჰადსონ-ოდოის სანაცვლოდ 50 მილიონი უნდა გადაიხადოს

SPORT BILD: ბაიერნმა ჰადსონ-ოდოის სანაცვლოდ 50 მილიონი უნდა გადაიხადოს

27-03-2019, 18:11 TOTALMAN ტრანსფერები / მთავარი ამბები 0

SPORT BILD: ბაიერნმა ჰადსონ-ოდოის სანაცვლოდ 50 მილიონი უნდა გადაიხადოს
ცნობილი გერმანული სპორტული პორტალის SPORT BILD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეკორდმაისტერის მესვეურები ინტენსიურად მუშაობენ კალუმ ჰადსონ ოდოის ტრანსფერზე, თუმცა London Times-ის ცნობით არისტოკრატები ახალგაზრდა ტალანტის გაყიდვას არ აპირებენ არანაირი საფასურის სანაცვლოდ.

18 წლის ფეხბურთელის გარშემო სატრანსფერო აურზაური არ წყდება! SPORT BILD-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ლონდონის ჩელსი ჰადსონ-ოდოის გაყიდვას არ აპირებს არანაირი თანხის სანაცვლოდ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინგლისელი ტალანტი ლონდონურ კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს ჩელსი მას დროზე ადრე მაინც არ გაუშვებს.

შეგახსენებთ, რომ კალუმ ჰადსონ-ოდოის მოქმედი კონტრაქტი ლონდონელებთან 2020 წლამდე აქვს გაფორმებული. იმ შემთხვევაში თუ არისტოკრატები მის გაშვებაზე უარს იტყვიან ახალგაზრდა ტალანტი 2020 წლის ზაფხულში გუნდს უსასყიდლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დავიჯეროთ, რომ არისტოკრატები ასე ღრმად შეტოპავენ? აღნიშნული ტრანსფერიდან ფინანსური სარგებელი საკმაოდ დიდია, ასევე გასათვალისწინებელია მიუნხენელთა მონდომებაც, რომ ჰადსონ-ოდოი ამ ზაფხულშივე გაიფორმონ.

SPORT BILD-ის ინფორმაციით არისტოკრატები მზად არიან მიუნხენელებთან მოლაპარაკებების მაგიდაზე იმ შემთხვევაში დასხდნენ თუ საუბარი 50 მილიონ ევროზე იქნება. წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ გერმანული გრანდი 18 წლის ტალანტში 40 მილიონ ევროს სთავაზობს ჩელსის.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო შესვენების დროს რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა ჰადსონ-ოდოის მიმართ ბაიერნის ინტერესი: "კალუმი ძალიან საინტერსო ფეხბურთელია, რომლის დამატებაც გვინდა. მას აქვს თამაშის ის ხარისხი, რომელიც ბაიერნს შეესაბამება. ინგლისელს კარგი დრიბლინგი, ტექნიკა აქვს და სწორი პოზიციის შერჩევა შეუძლია. მას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა დოჰაში შეკრების დროს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ზამთარში ლონდონელებმა ტრანსფერზე კატეგორიული უარი განაცხადეს და ბაიერნი დაადანაშაულეს აგრესიულ სატრანსფერო პოლიტიკაში.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კალუმ ჰადსონ-ოდოისთვის მხოლოდ ბაიერნი არ იბრძვის. SPORT BILD-ი გვატყობინებს, რომ ახალგაზრდა ტალანტის გადაბირებით სხვა ევროპული გრანდებიც არიან დაინტერესებულნი. ახლახანს დორტმუნდის ბორუსიას ინტერესზეც გავრცელდა ჭორები. SPORT BILD-ის ინფორმაციით 18 წლის ინგლისელს ლივერპულიდანაც აკვირდებიან.
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..