» » რანგნიკი: ვერნერის კონტრაქტი ხელმოსაწერად მზადაა

რანგნიკი: ვერნერის კონტრაქტი ხელმოსაწერად მზადაა

27-03-2019, 18:30 TOTALMAN ტრანსფერები 1 36

ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა SPORT BILD-ის ინფორმაციით ლაიპციგს ტიმო ვერნერისთვის ბრძოლა ჯერ არ დაურსულებია. წყაროზე დაყრნობით ცნობილი ხდება, რომ მიუხედავად რეკორდმაისტერის მომხიბლავი წინადადებისა რალფ რანგნიკი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ვერნერის შენარჩუნებას კვლავ ეცდება.

SPORT BILD-ის ჟურნალისტი წერს, რომ მისი ინფორმაციით 23 წლის ფორვარდს უკვე მიღწეული აქვს ბაიერნთან შეთანხმება, თუმცა ეს რალფ რანგნიკისთვის პესიმიზმის საფუძველი არ არის.

"ყველაფერი განვიხილეთ და ხელშეკრულებაზე ჩვენს გრაფაზე ხელიც მოვაწერეთ. ვერნერს ან მის მრჩეველს ყოველ კვირაში არ ვეკითხები რას ფიქრობენ ამ საკითხზე. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ზაფხულში ალბათ სხვა თემასთან გვექნება საქმე იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდება მანამდე", - განაცხადა ლაიპციგის სპორტულმა დირექტორმა SPORT BILD-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის გერმანელ შემტევს მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული. ლაიპციგის ფეხბურთელის შენარჩუნება უნდა და კლუბის მესვეურებმა ვერნერს მოსაფიქრებლად სეზონის ბოლომდე მისცეს დრო. SPORT BILD-ის ინფორმაციით ლაიპციგს ტიმო ვერნერის უფასოდ გაშვება არ უნდა, რადგან ასეთი სცენარი ხელმძღვანელობის გეგმებში არ შედის.

"ეს ჩვენთვის სასარგებლო არ იქნება! იურისტი არ ვარ, თუმცა კარგად მესმის სამართლიანობისა და კორექტულობის საკითხები. ფეხბურთი სრულად იურიდიული კანონზომიერებით არ მუშაობს და ყველა მისმა მონაწილემ ეს ძალიან კარგად იცის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ტიმომ დარჩენილ კვირებში კიდევ უფრო უკეთესად ითამაშოს", - განაცხადა რანგნიკმა.
3
0

Makaay 11 (27 მარტი 2019 18:36)

ეგრე რა ვერნერ შEნ თVითOნ უნდა ხვდებოდე რო ვერ ითAმაშEბ ჯერ დარჩი ნაგელსმანი მოვა

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..