» » ოფიციალურად: მიუნხენის ბაიერნმა ლუკას ერნანდესი გაიფორმა

ოფიციალურად: მიუნხენის ბაიერნმა ლუკას ერნანდესი გაიფორმა

27-03-2019, 21:02 TOTALMAN ტრანსფერები / მთავარი ამბები 4

ოფიციალურად: მიუნხენის ბაიერნმა ლუკას ერნანდესი გაიფორმა
2019 წლის 1 ივლისს ლუკას ერნანდესი მადრიდის ატლეტიკოდან ბაიერნში გადმოვა. ასეთ შეთანხმებას მიაღწია ორივე კლუბმა და 23 წლის მცველმა, რომელიც რეკორდმაისტერთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს 2024 წლამდე. მადრიდული კლუბი აღნიშნული ტრანსფერიდან 80 მილიონ ევროს მიიღებს.

სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი: "ძალიან ბედნიერი ვარ, ლუკას ერნანდესის შეძენა მოვახერხეთ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი და მსოფლიო ჩემპიონი. ლუკასს შეუძლია, როგორც დაცვის ცენტრში თამაში, ასევე მარცხენა ფლანგზე. ამავდროულად ლუკასი გააგრძელებს ბაიერნში ფრანგი ფეხბურთელების ტრადიციებს. ერნანდესი ჩვენ გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს".

რადგანაც სამედიცინო გამოკვლევის დროს დადგინდა, რომ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის შიდა მყესების დაზიანება აქვს, ერნანდესს დღესვე ატლეტიკოს თანხმობით ოპერაცია გაუკეთდება.

"სამედიცინო შემოწმების დროს დავადგინეთ, რომ დაზიანებულია მარჯვენა მუხლის შიდა მყესები. საჭირო იქნება ოპერაცია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ლუკას ერნანდესი 2019/20 წლების სეზონის დასაწყისისთვის იქნება მზად", - განაცხადა რეკორდმაისტერის მთავარმა ექიმმა ჰანს-ვილჰელმ-ვოლფრატმა.

ლუკას ერნანდესი: "დღეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ბაიერნი ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ვამაყობ, რომ ახლა ტიტულებისთვის ბაიერნთან ერთად ვიბრძოლებ! მინდა მადლობა ვუთხრა ატლეტიკოს ხელმძღვანელობას, მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს, ასევე გულშემატკივრებს დიდებულად გატარებული 12 წლის გამო. ატლეტიკო ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნება. მოუთმენლად ველი რეკორდმაისერთან ერთად შემდეგ ნაბიჯს".

ლუკას ერნანდესი 1996 წელს ქალაქ მარსელში დაიბადა. 2007 წლიდან ფრანგი მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას იცავს. 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული ერნანდესმა 110 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2016 წელს ცენტრალური მცველი, რომლის კონტრაქტიც ატლეტიკოსთან 2024 წლამდე იყო გათვლილი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, 2018 წელს ევროპის ლიგის გამარჯვებული გახდა, ხოლო შემდეგ რუსეთში მიაღწია საკუთარი კარიერის კულმინაციას, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.
4

წყარო:

1

dachi8 (28 მარტი 2019 04:36)

-ss-,
მეც გაკვირვებული ვარ მცველში ამდენის გადახდით, მაგრამ ლოგიკურია, ცენტრალურადაც შეუძლია თამაში, მიხარია, წინსვლა მიდის
1

muller13 (27 მარტი 2019 22:38)

რა კარგი სისწრაფე ქონია ამას. მორატას ისეთი აა4თვა რო რავი.
1

heineken (27 მარტი 2019 22:25)

მშვენიერია ეს და პავარი ახლა რობერის ჩანაცვლება ერტიც იოვიჩი და ეგაა
1

-ss- (27 მარტი 2019 21:06)

ვაა საღოლ, მაინც არ მეჯერა ბოლომდე რომ ბავარია ამხელა თანხას გადაიხდიდა :))) კაია, გილოცავთ ამ შენაძენს bayern

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.