» » Goal: მათეუსმა ერნანდესის ტრანსფერი მოიწონა

Goal: მათეუსმა ერნანდესის ტრანსფერი მოიწონა

28-03-2019, 11:03 -ss- სიახლეები 2 40

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში ლუკას ერნანდესის ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა. ვეტერანმა მცველმა ზემოხსენებული გარიგება მოიწონა და აღნიშნა, რომ ეს კლუბის მხრიდან განხორციელებული მართებული ინვესტიცია იყო.


"ვფიქრობ, სწორია როდესაც იმ ფეხბურთელში ახორციელებ ინვესტიციას, რომელსაც არსებული მდგომარეობის შეცვლა შეუძლია. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე "ბავარიამ" ვერ მოახერხა გაძლიერება ისე, როგორც ეს საჭირო იყო. "ლივერპულის" შემდეგ მათ გააცნობიერეს, რომ ინვესტირება აუცილებელია. სწორედ ამიტომ ვაფასებ დადებითად იმ ფაქტს, რომ კლუბი ამჟამად დიდ თანხებს ხარჯავს ახალი ხარისხიანი ფეხბურთელების შესაძენად, რათა შემდგომ საერთაშორისო არენაზე, კონკურირებადი იყოს დიდ ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ გუნდებთან მიმართებით."-ციტირებს მათეუსის სიტყვებს გამოცემა Goal

შეგახსენებთ, 23 წლის ფეხბურთელმა გერმანიის "რეკორდმაისტერთან" ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ერნანდესი "ბავარიას" 2019 წლის 1 ივლისს შეუერთდება. მიუნხენურ გრანდს ხსენებული ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაუჯდება.
1
0

-ss- (28 მარტი 2019 23:04)

ხო მარა მეორე ვარიანტიცაა, ლივერპული რომ გაგვეგდო იფიქრებდნენ დაცვაში ყვლაფერი კარგად ყოფილაო :)) სალაჰს, მანეს და ფირმინოს აჩერებს დაცვა და კიდე 80 ლიმონის დახარჯვა არ ენდომებოდათ :) თან პავარი უკვე ნაყიდი ჰყავდათ
1

dachi8 (28 მარტი 2019 22:55)

ლივერპულის შემდეგ გაანალიზება სისულელეა, ერნანდესზე როდის მიდიოდა ლაპარაკი და ისედაც რამდენი ხნით ადრე თქვეს, რომ ამ ზაფხულს დიდ თანხებს ჩადებდნენ

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..