» » გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ვარჯიშებს დაუბრუნდნენ

გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ვარჯიშებს დაუბრუნდნენ

28-03-2019, 11:23 -ss- სიახლეები 0 32

საფეხბურთო კლუბ "ფრაიბურგთან" მოახლოებული დაპირისპირებისათვის მოსამზადებელი სამუშაოები ძალებს იკრებს. სამშაბთს ჩატარებული პირველი ვარჯიშის შემდეგ, ოთხშაბთს ნიკო კოვაჩი ზებენერ შტრასეზე შეკრებილ გერმანიის ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს მიესალმა.

ვარჯიშებს დაუბრუნდნენ შემდეგი ფეხბურთელები : კაპიტანი მანუელ ნოიერი, ნიკლას ზიულე, იოზუა კიმიხი, ლეონ გორეცკა, სერჟ გნაბრი და ასევე რობერტ ლევანდოვსკი. ასე, რომ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელებიდან წარმოდგენილი არ იყო მხოლოდ ხამეს როდრიგესი.

"ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები დაბრუნდნენ და ჩვენ პირველი ვარჯიში გავმართეთ პრაქტიკულად სრული შემადგენლობით. ახლა ბოლომდე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ ბუნდესლიგის და გერმანიის თასის გათამაშებებზე."-განაცხადა მანუელ ნოიერმა, რომელიც ოთხშაბათს 33 წლის გახდა. ვარჯიშის დაწყებამდე კოლეგებმა "ბავარიელთა" კიპერს მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე, დაბადების დღე მიულოცეს. საერთო ჯგუფში კვლავინდებურად არ არის წარმოდგენილი დავიდ ალაბა, არიენ რობენი და ალფონსო დევისი. სამივე ხსენებული ფეხბურთელი ფიტნეს-დარბაზში ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში, "ბავარიელები" უკანასკნელი დეტალების დახვეწას შეუდგებიან, რათა "ფრაიბურგთან" საჭირო სამი ქულა მოიპოვონ და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნონ. შეგახსენებთ, ზემოაღნიშნული პაექრობა შაბათს, თბილისის დროით 18:30 საათზე აიღებს სტარტს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..