» » France Football : "ბარსელონას" დავიდ ალაბა სურს

France Football : "ბარსელონას" დავიდ ალაბა სურს

28-03-2019, 11:53 -ss- ჭორები 3 38

ავსტრიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" უკანახაზელი დავიდ ალაბა, საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ინტერესის სფეროში მოექცა. როგორც გამოცემა France Football წერს, კატალონიურ გრანდს ზემოხსენებული განაპირა მცველის შეძენა, გუნდში კონკურენციის ასამაღლებლად სჭირდება. ამ კონტექსტში კი ჟორდე ალბას ასახელებენ.

დავიდ ალაბას მომავალი მიუნხენურ კლუბში ბურუსით მოცულია, იმ ფონზე როდესაც ცნობილი გახდა, რომ "ბაიერნმა" მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი ლუკას ერნანდესი დაიმატა - აღნიშნავს გამოცემა.

26 წლის ფეხბურთელს მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. მისი დებიუტი "ბავარიაში" 2009 წელს შედგა. მთელი ამ დროის განმავლობაში ალაბამ "რეკორდმაისტერის" მაისური 335 ჯერ მოირგო. გახდა 28 გატანილი გოლის ავტორი. რაც შეეხება მიმდინარე სეოზნს, ავსტრიელმა მცველმა ბუნდესლიგის 24 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, მათგან 22 ში კი ძირითად შემადგენლობაში იყო წარმოდგენილი.

გამოცემა transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის მიმდინარე ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს.
2
0

Vako (28 მარტი 2019 17:31)

შულცი მოიყვანონ და გაუშვან მაშინ ბაზარი არაა
0

გივი ჩვენ ვართ გივი (28 მარტი 2019 17:18)

დემბელეს დედაც ვატირე მომენტია ფული ვიშოვოთ შულცი მვუყვანოთ და დარჩებილი ფული მოვახმაროთ იოვიჩს ან ვინგერებს დიდი მაყუთი ჭირდება პლიუს რაბიოც თან ამის ტრაკანიც დამთევრდება ყოველ ზაფხულს წასვლაზე ესპანეთში...
0

lasha.xecu (28 მარტი 2019 14:19)

დემბელეში გაგიცვლით და დაგიმატებთ არაა ბაზარი მაგრად მევასება რა დახატავს ბავარიას

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..