» » კოვაჩი "ფრაიბურგთან" გამართულ ორთაბრძოლას აფასებს

კოვაჩი "ფრაიბურგთან" გამართულ ორთაბრძოლას აფასებს

31-03-2019, 11:53
0163
შაბათს, 30 მარტს გერმანიის ჩემპიონატის 27-ე ტურის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში, მიუნხენის "ბაიერნი" საფეხბურთო კლუბ "ფრაიბურგს" ეწვია. მიუხედავად "ბავარიელთა" დომინირებისა შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ნიკო კოვაჩი აცხადებდა, რომ მისმა გუნდმა შექმნილი მომენტების რეალიზება ვერ მოახერხა, რამაც ტაბლოზე შესაბამისი ასახვა ჰპოვა.


"პირველ ტაიმში ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორც ეს წარმოგვედგინა. გუნდები დარტყმებს ცვლიდნენ. მოედანზე ისე ვერ განვლაგდით, როგორც ამას მოველოდით. შეხვედრის მეორე ნახევარში, ძალიან ბევრი მომენტის რეალიზება ვერ შევძელით. ეს რომ გაგვეკეთებინა, მარტივად მოვიგებდით."-აცხადებდა კოვაჩი.

"ჩვენს კარებთან გაგვიმართლა! მიუხედავად ამისა, ჩვენ საკუთარი შესაძლებლობის ზღვარზე ვთამაშობდით, მაქსიმუმი გავიღეთ. საბოლოო ჯამში გოლი რომ მიგვეღო და ანგარიში 2:1 გამხდარიყო, რასაც "ბავარია" ნამდვილად იმსახურებდა, მე ძალიან გაწბილებული ვიქნებოდი. მატჩის ბოლოს გაგვიმართლა, მაგრამ გუნდმა ეს დაიმსახურა." ეს კი "ფრაიბურგის" მთავარი მწვრთნელის - კრისტიან შტრაიხის სიტყვებია.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..