» » კომენტარები : "ბაიერნი" 5 - 4 "ჰაიდენჰაიმი"

კომენტარები : "ბაიერნი" 5 - 4 "ჰაიდენჰაიმი"

4-04-2019, 13:05
087
3 აპრილს მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში, გერმანიის თასის ეგიდით გამართულ ორთაბრძოლაში, საფეხბურთო კლუბ "ჰაიდენჰაიმს" დაუპირისპირდა. შეხვედრა უხვგოლიანი აღმოჩნდა და საბოლოოდ "რეკორდმაისტერის" გამარჯვებით ანგარიშით 5-4 დასრულდა. წარმოგიდგენთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.



ნიკო კოვაჩი -"მიღებულმა წითელმა ბარათმა, ჩვენს გეგმებზე სერიოზული გავლენა მოახდინა, მოგვიხდა 4-4-1 სისტემაზე გადაჯგუფება რათა კომპაქტურობა დაგვებრუნებინა. სამ მცველზე გადაწყობით, მეორე ტაიმში უკეთ შევედით თამაშში და მასში გარდატეხის შეტანაც მოვახერხეთ. მიუხედავად ამისა, ძალიან გამაბრაზა იმ ფაქტმა, რომ ჩვენ ანგარიშის (4:2) შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ და თავად გავირთულეთ ცხოვრება. თამაში "ველური" და ძალიან გახსნილი აღმოჩნდა. ასეთი მატჩები არ მომწონს. ბოლოს ცოტათი გაგვიმართლა, თუმცა სათასო ორთაბრძოლებში იღბალიც საჭიროა. ასეთი შეხვედრა ჩემს კარიერაში ამ დრომდე არ მქონია."

თომას მიულერი - "წითელი ბარათის შემდეგ, ჩვენ კარგად ვერ ვთამაშობდით. შესვენებაზე გადაჯგუფება მოვახდინეთ და მანამ სანამ ანგარიში 4:2 იყო კარგადაც ვმოქმედებდით. ის რაც შემდგომ მოხდა, აუცილებელია მისი გაანალიზება. მნიშვნელოვანია ყველამ ნახოს, რომ ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია. "ჰაიდენჰაიმმა" ძალიან კარგად ითამაშა. შემდეგ ეტაპზე გასვლა მოვახერხეთ და ახლა მომავალი დღეების განმავლობაში, ამ მორალური უპირატესობით უნდა ვისარგებლოთ. აუცილებელია მთელი ძალების მობილიზება და "დორტმუნდის" წინააღმდეგ მოსაგებად გასვლა."

ფრანკ შმიდტი ( "ჰაიდნეჰაიმის" მთავარი მწვრთნელი) - "ჩვენ წარმოგვედგინა, რომ თამაში ასეთი გიჟური იქნებოდა. გვსურდა, რომ ეს მატჩი გახსნილი ყოფილიყო. შესვენებაზე ნიკომ მნიშვნელოვან ცვლილებებს მიმართა, ამის შემდეგ თავის დაცვა გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა საკუთარი თამაში გავაგრძელეთ. ჩვენ ვჩერდებით მაშინ, როდესაც ფინალური სასტვენი გაისმის -ეს ჩვენი ხასიათია. ძალიან ვწუხვარ, რომ ტურნირს გამოვეთიშეთ. ვფიქრობ სავსებით შესაძლებელი იყო ყველაფერი სულ სხვანაირად დასრულებულიყო. აქ თამაში ბრწყინვალე რამ არის. გიჟური საღამო, რომელსაც ჩვენი გადმოსახედიდან, სულ სხვა დასასრული უნდა ჰქონოდა."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..