» » კოვაჩი: მაქსიმალური მობილიზება გვმართებს

კოვაჩი: მაქსიმალური მობილიზება გვმართებს

5-04-2019, 14:36 -ss- ანონსი 2

კოვაჩი: მაქსიმალური მობილიზება გვმართებს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოახლოებულ პაექრობას გამოეხმაურა. ხორვატი სპეციალისტის განცხადებით, აღნიშნულ მატჩში განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება დაცვაში მოქმედებას.



"ამ თამაშში აუცილებელია საჭირო პასუხისმგებლობის და დისციპლინის ჩვენება. მცველებს სათანადოდ ვესაუბრები. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ფეხბურთელების სათამაშო კლასს ამ მომენტში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი იმიტომ გახდა, რომ იგი თანაბრად კარგად მოქმედებდა როგორც შეტევაში ისე დაცვაში. ჩემპიონობის ბედს დაცვა წყვეტს. ჩვენ კვლავ გვჭირდება დაცვაში კარგი თამაში, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური თვალსაზრისით. ეს საინტერესო ორთაბრძოლა იქნება, მოიგებს ის გუნდი, რომელიც უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებს."-ციტირებს გამოცემა Goal ნიკო კოვაჩის სიტყვებს.

შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის 28-ე ტურის ეგიდით, 6 აპრილს მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს. მოგების შემთხვევაში "რეკორდმაისტერი" პირველ ადგილს დაისაკუთრებს და თავის უშუალო კონკურენტთან 1 ქულიან სხვაობასაც მოიპოვებს. ზემოხსენებული მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე აიღებს სტარტს.
1

წყარო:

1

Bavaria 333 (5 აპრილი 2019 17:09)

იმ ბაიერნს რა ვუთხარი შენ რო მწვრთნელი იქნები რა,უაზრო არაფრის მაქნისი უკლასო და უტვინო მწვრთნელი ხარ,სასწრაფოდ ხარ გასაგდები გუნდიდან

ვინც შენ მოგიყვანა თავის დროზე იმას თავში ტვინი არ ქონია,რას ფიქრობდნენ ნეტა ეს იდიოტი რამეში გამოდგებოდა? რისი მაქნისია არაფრის,დროზე გააგდეთ რაა
1

Mishka (5 აპრილი 2019 16:54)

მგლის ლოგიკაა facepalm საფრანგეთი ჩემპიონი იმიტო გახდა რო გერმანია ჯგუფში ჩარჩა, რო მესიმ იარა, რო ბრაზილიამ იარა, ბელგიას გამოცდილება არ ეყო, ინგლისს თაობა ვერ დაუღვინდა და ხორვატია გამოდგა მეორე ნაკრები. ვიღაცას ხო უნდა მოეგო და ამიტო მაგის ჭაკ ფეხბურთს მივბაძოთ მაგათი ფეხბურთელები ვიყიდოთ და ეგრე გვინდა ფონს გასვლა. ეგრე იყო რეალი ფულს არ ხარჯავს ჩვენც არ დავხარჯოთო იმათმა სამი ლიგა მოიგეს არავინ არ უყიდიათო ჩვენც მოვიგებთო (მაგ სამიდან ორი ზუსტად ეგრე მოიგო სასხვათაშორისოდ და გამიხადეს ზიდანი გენიად).
რანაერად ხედავენ საკითხს და ჭრიან ვერ გავიგე.

ამას გააჯმეინეთ ბიძია ხორვატიაში და გერმანულ ფეხბურთს მიაწექით. გაიხსენეთ ცოტა.
წავაგოთ მარა რო თამაშობთ დაგვანახეთ, არ დახარჯოთ ფული მარა დუხიანი იგროკები და მწვრთნელი მოიყვანეთ და ისე ითამაშეთ. დავიღალეთ ამ გადამღერებული სტილის ყურებით მითუმეტეს როცა ტაქტიკის გაგნებაში არ ხარ. არ შეგვჭამა ამან თავის ხორვატიული ფილოსოფიით იბიომაწ aguri

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.