» » Kicker : რუმენიგემ საკუთარი მემკვიდრე დაასახელა

Kicker : რუმენიგემ საკუთარი მემკვიდრე დაასახელა

9-04-2019, 12:07 -ss- სიახლეები 1

Kicker : რუმენიგემ საკუთარი მემკვიდრე დაასახელა
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი განცხადებით იგი, 2021 წელს "რეკორდმაისტერს" დაემშვიდობება და საკუთარ თანამდებობას, ლეგენდარულ გერმანელ მეკარეს - ოლივერ კანს გადაულოცავს.


"დიახ, 2021 წელს მე კლუბიდან წავალ. ეს იქნება ის პერიოდი, როდესაც ჩემი თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი 20 წლიან ნიშნულს მიაღწევს. ვფიქრობ, წასასვლელად ეს კარგი მომენტი იქნება. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ჩემი მემკვიდრე ოლივერ კანი გახდება. რა თქმა უნდა, მან კლუბში მუშაობას გაცილებით ადრე უნდა მიჰყოს ხელი, რადგანაც ჩემი წასვლის დროს შესაბამის რითმში იყოს შესული. დარწმუნებული ვარ ოლის შეუძლია წარმატებით გაართვას თავი იმ საქმიანობას, რასაც მე ამჟამად ვასრულებ."-ციტირებს გამოცემა Kicker "ბავარიელთა" ხელმძღვანელის სიტყვებს.

ამ ინფორმაციას, წინ უსწრებდა განსხვავებული ცნობა იმის შესახებ, თუ რა პოზიციაზე მოგვევლინება ზემოხსენებული კიპერი არც თუ ისე შორეულ მომავალში. როგორც ჟურნალისტები ამტკიცებდნენ კანი ული ჰიონესს შეცვლის და არა კარლ-ჰაინც რუმენიგეს. შეგახსენებთ, ოლივერ კანი მიუნხენური კლუბის რიგებში 1994-2008 წლებში ასპარეზობდა. ამ პერიოდში მან გუნდთან ერთად 22 ტიტული მოიპოვა.
1

წყარო:

0

qutaturi (9 აპრილი 2019 13:00)

ოლი როგორ გელოდებიიი

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..