» » Sport.de : "ბავარია" ჰაკიმ ზიეშით ინტერესდება

Sport.de : "ბავარია" ჰაკიმ ზიეშით ინტერესდება

9-04-2019, 12:23 -ss- ჭორები 1 40

ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველმა ჰაკიმ ზიეშმა შესაძლოა ასპარეზობა გერმანიის ჩემპიონატში განაგრძოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sport.de ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, 26 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ერთდროულად ბუნდესლიგის ორი გუნდია დაინტერესებული. დროტმუნდის "ბორუსია" და მიუნხენის "ბაიერნი"

ცნობილია, რომ "დორტმუნდელებმა" უკვე გამართეს მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი. კომუნიკაცია შედგა "ბაიერნისა" და "აიაქსის" ხელმძღვანელობებს შორისაც, თუმცა კონკტერული სატრანსფერო თანხა "ბავარიელებს" არ დაუსახელებიათ - აღნიშნავს გამოცემა. გარდა ზემოხსენებული კლუბებისა, ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას იჩენს მადრიდის "რეალი", ლონდონის "ჩელსი", "არსენალი", "რომა", "ევერტონი" და ლესტერ "სიტი". ვარაუდობენ, რომ სატრანსფერო ღირებულება 35-50 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება მოქცეული.

მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ჰაკიმ ზიეშმა ერედივიზიის 24 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 15 გატანილი გოლის ავტორი და მიიღო მხოლოდ 2 ყვითელი ბარათი.
0
0

qutaturi (9 აპრილი 2019 17:39)

კაი ბიჭია მარა ჩქარია ....სხვაგან წადი რა

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..