» » El Mundo Deportivo : "ბავარიას" პოჩეტინოს მოწვევა სურს

El Mundo Deportivo : "ბავარიას" პოჩეტინოს მოწვევა სურს

12-04-2019, 12:39
0162
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს მომსახურებით -ამტკიცებს ესპანური სპორტული გამოცემა El Mundo Deportivo.

ზემოხსენებული წყაროს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, მიუხედვად იმისა, რომ "ბავარიელთა" ამჟამინდელ თავკაცს, ნიკო კოვაჩს მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს "რეკორდმაისტერთან", გერმანული გრანდის დირექცია ალტერნატიულ ვარიანტს განიხილავს. ამ კონტექსტში კი არგენტინელ სპეციალისტს ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებენ-აღნიშნავს გამოცემა.

შეგახსენებთ, მაურუსიო პოჩენტინო "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის ამპლუაში 2014 წლიდან გვევლინება. უფრო ადრე კი საფეხბურთო კლუბ "ესპანიოლში" და "საუთჰემპტონშიც" მუშაობდა. 47 წლის სპეციალისტს ამ დრომდე არც ერთი ტიტული არ მოუპოვებია. მისი მოქმედი ხელშეკრულება ბრიტანელებთან 2023 წლამდეა გათვალისწინებული.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..