» » Sky Germany : რობენის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია

Sky Germany : რობენის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია

12-04-2019, 13:03 -ss- სიახლეები 0

Sky Germany : რობენის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ ამჟამინდელ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ვეტერანი მოიერიშეს განცხადებით, მიღებული ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, მან შესაძლოა მიმდინარე საფეხბურთო სეზონში ასპარეზობა ვეღარც კი შეძლოს.


"არ ვარ დარწმუნებული, რომ მიმდინარე საფეხბურთო სეზონში "ბაიერნის" რიგებში მყოფი თამაშს შევძლებ. ამის გამო ძალიან ვწუხვარ, რადგანაც ვერ ჩამოვყალიბდით იმ ფაქტში თუ კონკრეტულად რა მჭირს. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე რამდენიმე წინადადება და სატელეფონო ზარი მივიღე სხვადასხვა კლუბებიდან. ახლა უბრალოდ მსურს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვარჯიში განვაგრძო."-განაცხადა არიენ რობენმა გამოცემა Sky Germany-სთან მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსნებთ, ზემოხსენებული ფეხბურთელი, რომელიც 2009 წლიდან მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას იცავს, თავის უკანასკნელ სეზონს ატარებს გერმანიაში.
0

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.