» » Bild : ჩხუბი თანაგუნდელებს შორის

Bild : ჩხუბი თანაგუნდელებს შორის

12-04-2019, 13:20 -ss- სიახლეები 0 37

გერმანული საინფორმაციო გამოცემა Bild მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე წერს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 11 აპრილს გამართულ ვარჯიშზე რობერტ ლევანდოვსკისა და კინგსლი კომანს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ვარჯიშის შესრულების დროს თანაგუნდელები წაკინკლავდნენ რაც ჩხუბში გადაიზარდა. კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა ნიკლას ზიულემ და ჟერომ ბოატნეგმა ითავეს. მათ თანაგუნდელები უბრალოდ გააშველეს. რაც შეეხება ნიკო კოვაჩს, მას რაიმე ტიპის სასჯელის ზომისათვის არ მიუმართავს და ორივე ხსენებულ ფეხბურთელს ვარჯიშის გაგრძელების საშუალება მისცა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიუნხენის "ბაიერნის" პრეს-სამსახურში ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

გერმანიის ჩემპიონობისათვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული და მაშინ, როდესაც სატურნირო ცხრილის ლიდერებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთ ქულას შეადგენს, ამგვარი უსიამოვნო ფაქტებისაგან თავის არიდება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს - აღნიშნავს გამოცემა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..