» » დევისი დაბრუნდა, რიბერის საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

დევისი დაბრუნდა, რიბერის საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

12-04-2019, 20:07 -ss- სიახლეები / ანონსი 0 29

დუსელდორფის "ფორტუნას" წინააღმდეგ მოახლოებულ დაპირისპირებაში, რომელიც კვირას თბილისის დროით17:30 საათზე გაიმართება, ნიკო კოვაჩს შეეძლება დამატებითი ძალების იმედი ჰქონდეს. ალფონსო დევისმა სარეაბილიტაციო კურსი წარმატებით გაიარა -"იგი კვლავ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, შესაბამისად მზადაც არის მინდორზე გასასვლელად."-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ხორვატმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, 18 წლის ნახევარმცველმა დაზიანება მარტის შუა რიცხვებში მიიღო. "მაინცთან" გამართულ შეხვედრაში (6:0) მან საკუთარი პირველი გოლის გატანა მოახერხა "რეკორდმაისტერის" რიგებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი ალბათობით საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარებიან ვეტერანი მოიერიშეები, ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის სახით. "ფრანკი უკვე სამი დღეა ცუდად არის, დღეს მას ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, აქედან გამომდინარე მოახლოებულ მატჩში დიდი ალბათობით იგი წარმოდგენილი არ იქნება."-აღნიშვადა კოვაჩი. რაც შეეხება რობენს. ჰოლანდიელი ფეხბურთელი უკვე 4 თვეა რაც ლაზარეთში იმყოფება და სავარაუდოდ კიდევ დიდ ხანს ვერ გავა საასპარეზოდ მწვანე საფარზე.


კოვაჩი რობენის სწრაფ დაბრუნებას იმედოვნებს


"ძალიან სამწუხაროა, რომ იგი ნოემბრის თვიდან მოყოლებული ვერ თამაშობს. ფეხბურთელმა უკეთ იცის საკუთარი სხეული. მოცემულ მომენტში არიენი გრძნობს, რომ მისი თამაში ნაადრევია და ვარჯიშს ინტენსიურად განაგრძობს. ვისურვებდი, რომ იგი მომავალი დღეების განმავლობაში დაბრუნებულიყო, მიმდინარე სეზონში, რადგანაც იგი ამას იმსახურებს."-განაცხადა ნიკო კოვაჩმა.

კიდევ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი კორენტინ ტოლისო სარეაბილიტაციო კურსს გადის, თუმცა ისიც არ არის ჯერ საასპარეზოდ ბოლომდე მზად. ოთხშაბათს გამართულ ვარჯიშზე მან მიკრო დაზიანება მიიღო და ორი დღით გამოეთიშა ფიზ-მომზადებას. "არაფერ საშიშს ადგილი არ ჰქონია. ახლა ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვახდინოთ მისი ინტეგრირება გუნდში, რათა მან საკუთარი თავიდან ბოროტი აზრები მოიშოროს."-დასძინა ნიკომ.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..