» » Bild: კოვაჩი თანაგუნდელების დაპირისპირებას გამოეხმაურა

Bild: კოვაჩი თანაგუნდელების დაპირისპირებას გამოეხმაურა

12-04-2019, 20:32 -ss- სიახლეები 0

Bild: კოვაჩი თანაგუნდელების დაპირისპირებას გამოეხმაურა
როგორც ქვემოთ ვწერდით, 11 აპრილს გამართულ ვარჯიშზე ერთი უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, რა დროსაც რობერტ ლევანდოვსკი და კინგსლი კომანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მიუნხენური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა - ნიკო კოვაჩმა.

"ვარჯიშის დასრულების შემდგომ ორივე მათგანთან საუბარი მქონდა. ორივემ ბოდიში მოიხადა და მწუხარება გამოთქვა მომხდარი ფაქტის გამო. მათი მისამართით რაიმე სახის სანქციას არ დავაწესებთ. პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილია. ზოგჯერ, ვარჯიშის დროს ემოცია იპყრობს ფეხბურთელებს."- ციტირებს ნიკო კოვაჩის სიტყვებს გამოცემა Bild

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ მომდევნო დაპირისპირებას, გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით კვირას გამართავს. "ბავარია" დუსელდორფის "ფორტუნას" ეწვევა და მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე აიღებს სტარტს.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..